,,სულელთა კოშკი,,

0
"სულელთა კოშკი", ასე ერქვა 1784 წელს აშენებულ ერთ-ერთ პირველ საგიჟეთს ევროპაში.

ფსიქიატრია

მედიცინის სხვა დარგებისგან განსხვავებით, ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკა ძალიან რთულია. დეპრესიას, შიზოფრენიას, შფოთვას და სხვა ბევრ აშლილობას ბიოლოგიური მარკერები კი აქვთ, მაგრამ მათ მიღმა არსებული ბიოლოგიური მექანიზმი უცნობია. ამიტომ ექიმები ხშირად ამა თუ იმ აშლილობის სიმძიმეს პაციენტების სუბიექტური პრესპექტივით განსაზღვრავენ და არა რაიმე ობიექტური ტესტით.

დრეიპტომანია

1851 წელს ამერიკელმა ექიმმა სამუელ კარტრაითმა ახალი დაავადება "აღმოაჩინა", რომელსაც მან დრეიპტომანია უწოდა. კარტრაითის მტკიცებით, ეს სულიერი ავადობა შავკანიან მონებს თავიანთი ბატონების დაუმორჩილებლობისკენ და გაქცევისკენ უბიძგებდა. სწორი მკურნალობის მეთოდი კი მონის სხეულიდან ეშმაკის მათრახით განდევნა იყო. "დრეიპტომანიის პათოლოგიას" საფუძვლად მარტივი ფილოსოფია უდევს: ის სხვა ფსიქიკური დაავადებების მსგავსად ბუნებრივი წესრიგის დარღვევის ან "ნორმიდან გადახრის" შედეგია.
#news
#opinion
#health #forhealth
Tbilisi
0