0
რატომ ქუთაისი? ხომ ვერ მეტყვით ყველაზე ძველი ქალაქი რომელია საქართველოში? ქუთაისი 3 500 წლის არის და ამით ევროპის ხუთ უძველეს ქალაქთა რიგში იკავებს დამსახურებულ ადგილს. არგონავტების მითი სათავეს სწორედაც რომ კოლხეთის მეფე აიეტისგან იღებს. კოლხეთის დედაქალაქი აია იყო (ქუთაისის პირველი სახელწოდება), მედეა კი აიეტის შვილი. ხომ ვერ მეტყვით გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი რომელია? ცხადია ქუთაისი. ქართველი მეფეების ბაგრატოვანთა დინასტიის სიმბოლო ბაგრატის ტაძარი სად არის? ნუ ვიცით რომ ქუთაისშია. საქართველოს ნომერ პირველი მეფე დავით აღმაშენებელი ქუთაისში გამეფდა. საქართველოს ნომერ პირველი მგოსანი აკაკი წერეთელი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ეკონომისტი და მოაზროვნე ნიკო ნიკოლაძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ერისკაცი ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი ქალი ვერიკო ანჯაფარიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მსახიობი კაცი უშანგი ჩხეიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტური ორდენი „ცისფერყანწელები“ (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები) ქუთაისში დაარსდა. საქართველოს ნომერ პირველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ფსიქოლოგი, "განწყობის თეორიის" შემქნელი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი ფილოსოფოსი, ქართული ფილოსოფიის სკოლის ფუძემდებელი შალვა ნუცუბიძე ქუთაისში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტი ქალი ანა კალანდაძე ქუთაისში სწავლობდა, საქართველოს ნომერ პირველი ფემინისტი კატო მიქელაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი მოქანდაკე, როდენის მოსწავლე იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი კომიკოსი იპოლიტე ხვიჩია ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო. აქედან წავიდა კინოში. საქართველოს ნომერ პირველი თეატრი „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწიფო აკადემიური თეატრი“ ქუთაისში დაარსდა. საქართველოს ნომერ პირველი თეატრის მხატვარი პეტრე ოცხელი ქუთაისელია. საქართველოს ნომერ პირველი კინო „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ქუთაისელმა კინემატოგრაფმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო (იგი ახლაც ქუთაისის პანთეონში განისვენებს). საქართველოს ნომერ პირველი კინო-თეატრია „რადიუმი“, სადაც 1911 წელს პირველი ქართული ფილმი უჩვენეს. საქართველოს ნომერ პირველი ლიმონათი- „ლაღიძის წყლები“ ქუთაისში გამოიგონეს (#8 აფთიაქში) საქართველოს ნომერ პირველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი (მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით) ქეთევან ლოსაბერიძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი (და მსოფლიო მასშტაბის) მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოში ნომერ პირველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია ქუთაისელია. საქართველოს ნომერ პირველი ველოსპორტსმენი, მსოფლიო რეკორდსმენი ომარ ფხაკაძე ქუთაისში დაიბადა. საქართველოში ნომერ პირველი კალათბურთელები ქორქია, საკანდელიძე, დერიუგინი, დარსაძე ქუთაისელები არიან. საქართველოში ნომერ პირველი რაგბის გუნდი „ქუთაისის აია“. საქართველოში ნომერ პირველი მოჭიდავეები აკაკი კიბორძალიძე, თემურ აფხაზავა, დავით ხახალეიშვილი ქუთაისში დაიბადნენ. ბრიტანეთის ნომერ პირველი მომღერლის ქეთი მელუას მშობლიური ქალაქი ქუთაისია. დიდი ებრაელი მწერალი, "ვეფხისტყაოსნის" ივრითულად მთარგმნელი ბორის გაპონოვი ქუთაისში დაიბადა. ამერიკაში "ბეჭდაუდებელ ფალავნად" ცნობილი კოლია ქვარიანი ქუთაისში დაიბადა. კავკასიაში პირველი აფთიაქი კოკოჩაშვილებმა ქუთაისში გახსნეს, სადაც მოგვიანებით პროვიზორმა მიტროფანე ლაღიძემ მისი სახელობის წყლები გამოიგონა. მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პირველად ქუთაისის ოპერის თეატრში იმღერა. მსოფლიო ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე ქუთაისში დაიბადა. ამერიკული ბალეტის დამაარსებელი ჯორჯ ბალანჩინი ქუთაისიდან გახლდათ. უდიდესი მსახიობი ჟორა შავგულიძე ქუთაისში დაიბადა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში (1918 წელს) ხუთი ქალი აირჩიეს, აქედან სამი ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისი იყო მისი ბავშვობის და ახალგაზრდობის ქალაქი. საქართველოს ნომერ პირველი ანსამბლი „დები იშხნელები“ ქუთაისელები იყვნენ. დიდი რუსი პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი ქუთაისის პირველ სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ქუთაისის მეორე სკოლაში სწავლობდა. საქართველოს ნომერ პირველი კინო რეჟისორი რეზო ჩხეიძე ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა. უმაგრესი პოეტი ლადო ასათიანი ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლობდა. დიდი ფრანგი მხატვარი ფელიქს ვარლა ქუთაისში დაიბადა. პოლონეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ნომერ პირველი დრამატურგი დავით კლდიაშვილი ქუთაისში ცხოვრობდა. საქართველოს მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე ქუთაისელია. ქუთაისელმა მეცენატებმა დათეშიძეებმა, რომლებიც ბანკს და კონიაკის ქარხანას ფლობდნენ ქუთაისში გალაკტიონის პირველი კრებულის დაბეჭდვა დააფინანსეს. დათეშიძეებმა დააფინანსეს ასევე პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ ეკრანიზაცია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ეთნიკურად სომეხი დეპუტატი რუბენ აუშტროვი ქუთაისში დაიბადა. იგი საქართველოშიც და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც მუდმივად საქართველოს პატრიოტად რჩებოდა. მან საფრანგეთში ემიგრაციის დროს ბიზნესი გამართა და მთლიანად ეხმარებოდა საქართველოს ეროვნულ მთავრობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი თავდაცვის მინისტრი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე დაბადებულია ქუთაისში. იოსებ ელიგულაშვილი - ქართველი შინდლერი, დაბადებულია ქუთაისში. მან ევროპის მასშტაბით 20 ათასამდე ებრაელი იხსნა განადგურებისგან. ქუთაისში ცხოვრობდა აღიარებული მხატვარი დავით კაკაბაძე, რომლის ერთ ერთი ნაშრომი „იმერეთი-დედაჩემი“ დატანილია ქართული ფულის ათლარიან ნომინალზე. მერაბ კოსტავას ოჯახი ქუთაისიდან იყო. მერაბის ბებია კატო ნუცუბიძე და ბიძა, ცნობილი მსახიობი გრიშა კოსტავა ქუთაისში ცხოვრობდნენ. ქუთაისელი იყო პოეტი ლილი ნუცუბიძე, რომლის თითქმის ყველა ლექსი ქართულ ესტრადაზე იყო აჟღერებული („საყვარელო მამულო“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“ და სხვა) ასევე ქუთაისელი იყო პოეტი ზურაბ კუხიანიძე. („მინდვრად დაგიჭერ პეპელას, თუ გამოდგება მარაოდ“ და სხვა) კლასიკოსი მწერალი, „ცისფერი მთებისა“ და „ჩემი მეგობარი ნოდარის“ ავტორი რეზო ჭეიშვილი ქუთაისელი იყო. პოეტი ოთარ მამფორია ქუთაისში დაიბადა („დილით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით ყაყაჩოს ვდარაჯობ“ და სხვა) „სულიკოს“ და „ციცინათელას“ ავტორი ვარინკა წერეთელი ქუთაისში სწავლობდა. კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისელი იყო. პეტრე ჭაბუკიანი დიდი ქუთაისელი, რომელმაც კაცობრიობისთვის „დინოზავრის ნაკვალევი“ აღმოაჩინა. ქუთაისელმა ექიმმა გრიგოლ მხეიძემ სასუნთქი აპარატი გამოიგონა, რითაც მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ჯარისკაცი გადაარჩინეს. ბარბარე ყიფიანი პირველი ქართველი ფიზიოლოგი ქალი, ევროპაში ცნობილი მეცნიერი, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი ქუთაისელი იყო. ქუთაისის ოპერის პრიმადონა გაიანე დოლიძე. სწორედ ის ასრულებს სიმღერებს ქართულ ფილმში "აბეზარა" ( 'შემოდგომის ნისლია') კონსტანტინე კანდელაკი, დაბადებული ქუთაისში , ცნობილი მათემატიკოსი, პირველი ქართულენოვანი სასკოლო, ტექნიკური დისციპლინების (მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია) შემქმნელი. საქართველოს ნომერ პირველი რკინის ხიდი (კავკასიაში პირველი რკინის კონსტრუქცია) „ჯაჭვის ხიდი“. პირველი ქართული ავტომობილი ქუთაისში გამოუშვეს. პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია ქუთაისში დაარსდა. ქართული როკის, ელექტრონული მუსიკის და ჰიპ-ჰოპის სამშობლოც ხომ ქუთაისია. ყველაზე მაღალი ხე საქართველოში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღშია- ამერიკული სექვოია. ყველაზე ასაკოვანი ხე ქუთაისის „ოქროს ჩარდახშია“- 800 წლის აღმოსავლური ჭადარი. ყველაზე მულტი კულტურული და რელიგიური ქუჩა ქუთაისშია, სადაც ფრანგი კათოლიკეების ტაძარი, მართლმადიდებლური ეკლესია და ებრაული სინაგოგა ერთმანეთთან ასი მეტრის დაშორებით უკვე ორ საუკუნეზე მეტია მშვიდად თანაცხოვრობენ. ყველაზე ძველი ბულვარიც ხომ ქუთაისშია, რომელიც 175 წლის წინ ფრანგმა დეკორატორებმა იაკობ და ნიკო მარებმა გააშენეს. და ბოლოს მდინარე რიონი ჩაუდის ქალაქს, რომელიც სუფთა ქართული მდინარეა, საქართველოში იბადება და საქართველოშივე წყვეტს არსებობას. და კიდევ ბოლოს! ალექსანდრე დიუმაც ხომ ქუთაისზე წერდა- „ეს არის ევროპული ქალაქი ვიწრო ქუჩებით, სადაც პარიზული მოდა მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით ჩამოდისო“
#goodplaces
#politics
#opinion
#news
#events
#photo
#art
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#design
#food
#religion
#gaming
0