ის, რაც ნორმალურ ადამიანს არ დაემართებოდა

0
1. არ ვარ ნორმალური.👇🏻
აგვისტოს მერე მგონია, რომ პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა აქვს გასული... მეც აგვისტოს მერე ყოველ დღე "მივდივარ" იუსტიციის სახლში, რომ ავიღო ახალი.. ჩემი გიჟური გრაფიკის გადამკიდე ვერა და ვერ დადგა ეგ დღე... ეს ფაქტი ახლა გამახსენდა უცებ და ნერვიულობისგან ლამის გავაფრინე... წლები ველოდებოდი 31 ოქტომბერს, არჩევნებზე პირველად რომ დამეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი. ჰო და, ახლა ამ პასპორტს ვადა რომ აქვს გასული რა გავაკეთო და რა მოვიმოქმედო-მეთქი?! ეიფორიებში ვარ, ვსიო, მეთქი ერთი ხმა დაიკარგა... ამ პასპორტით ვის რაში ვუნდივარ-მეთქი და ა.შ. ცდა ბედის მონახევრეაო და ვიფიქრე, მოდი ცეესკოში გადავრეკავ, ვიკითხავ იქნებადა დამიშვან.😀 ოპერატორს ავუხსენი მთელი ისტორია და, რა თქმა უნდა, მომიჭრა - ვადა გასული პასპორტით, სამწუხაროდ, არ დაიშვებითო.. რამე ახალი მაინც ეთქვა, არა? გამიხარა გული დ; ჰო, ეგ ვიცი, მაგრამ პირად ნოემრს გეტყვით და გადაამოწმეთ, იქნებადა რამე მოხერხდესთქო. (მიჯიგრა ;დ) კაიო. მოკლედ, შეიყვანა საჭირო ინფორმაცია და ღიმილნარევი ხმით მეუბნება - ანი, როდის გაუვიდა შენს პირადობას ვადაო. 😀 მეთქი, ახლავე გეტყვით. მტელი სისწრაფით მოვძებნე ჩემი ვითომ ვადა გასული ოასპორტი, და რას ვხედავ - „ჯუმბერისხელა“ ციფრებით წერია 07.06.2022😀 მელოდებოდა, ალბათ, ოპერატორი, როდის ვუპასუხებდი, მაგრამ ბოდიში... შემრცხვა და გავუთიშე - დავტოვე უპასუხოდ. მეტიც, ფრენის რეჟიმზე დავაყენე ტელეფონი, მეთქი არ გადმომირეკოს თორე მამეჭრება თავი. 😄 P.S რომ არ გამეთიშა, მგონი, კარგ ოფთალმოლოგთან გადამამისამართებდა - ჩაიხედე შვილო 2022 წერია და არა ოციო... ჩემი გამჭირვებია, მაგრამ მომეშვა. პირველად მივდივარ არჩევნებზე, ეიფორიამ იცის.😀 და მაინც, რანაირად? კიდე კარგად გადავრჩი, იუსტიციაში მისვლის დღე რომ ვერ დადგა - ნიშანი იყო, ნიშანი...😀
#წადიარჩევნებზე
0