რუსთავში ბეირუთზე 20-ჯერ მეტი ფეთქებადი ნივთიერებაა შენახული.
რუსთავში არსებული ქიმიური ქარხანა სწორედ ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომელმაც ლიბანში უდიდესი ტრაგედია გამოიწვია.
რუსთავის აზოტი ამონიუმის გვარჯილის ექსპორტს ათეულობით ქვეყანაში აწარმოებს.
პროდუქციის შეფუთვა 50 და 500 კგ-იან პოლიეთილენის ტომრებში ხდება და ბათუმის პორტამდე სარკინიგზო ხაზით გადაიზიდება, თუმცა წლის განმავლობაში არის პერიოდები, როდესაც პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება, მაგრამ იმისათვის, რომ შემდეგი სეზონისთვის მარაგების დაგროვება მოხდეს, ქარხანა გამოშვებულ ამონიუმის გვარჯილას საწარმოს ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე ასაწყობებს...
პროდუქცია თითოეულ ამ მოედანზე რამდენიმე სართულად, პირამიდის ფორმით საწყობდება და მისი რაოდენობა გაცილებით მეტია იმ რაოდენობაზე, რომელიც ბეირუთის პორტში იყო დასაწყობებული, მაგალითად, თუ ლიბანის ტრაგედია 2750-მა ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რუსთავის საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილ თითოეულ მოედანზე შესაძლოა 10-ჯერ ან 20-ჯერ მეტი პროდუქცია ელაგოს.
გარდა ამისა ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულია კონცენტრირებული გოგირდმჟავის, ოლეუმის, აზოტმჟავის, ფენოლის, თხევადი ამიაკის, ციანმჟავის საცავები და ასევე წყალბადის აირსაცავები. ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან ზოგი მათგანი ფეთქებადია, ზოგი მხუთავია, ზოგი აგრესიული ხსნარია და ზოგიც ტოქსიკურია...
ეს ყოველივე განთავსებულია ერთ ლოკაციაზე, ანუ დაახლოებით 500-მდე ჰექტარ ფართობზე ერთი საწარმოს ღობის შიგნით, ანუ ტერიტორიაზე რომელიც რუსთავის ქიმიურ ქარხანას უკავია...
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა შეიძლება მოყვეს თუ ლიბანის მსგავს შემთხვევას რუსთავის აზოტში ექნება ადგილი.
ამონიუმის ნიტრატის იგივე ან შედარებით ნაკლები სიმძლავრის აფეთქება აუცილებლად დააზიანებს სხვა ნივთიერებების საცავებსაც და სახეზე გვექნება წარმოუდგენელი მასშტაბის უბედურება, რომელიც დაფარავს გაცილებით დიდ ტერიტორიას, ვიდრე ეს იყო ბეირუთში და გამოიწვევს როგორც ადამიანთა მსხვერპლს და დასახლებული პუნქტების ნგრევას, ასევე გარემოს მიაყენებს წარმოუდგენელ ზიანს, რომელიც შესაძლოა ვერ გამოსწორდეს რამდენიმე ათეული ან 100 წლის განმავლობაში...
წყარო -Nuclear power plants
#ბეირუთი
#აფეთქება
#რუსთავი
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#პოლიტიკა
#ახალიამბები