კრისტალბეთ ეროვნული ლიგა : II ტური

0
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურში თბილისის ''ლოკომოტივმა'' ''მიხეილ მესხზე'' საჩხერის ''ჩიხურა'' 3:1 დაამარცხა, თუმცა ნომინალურ მასპინძლებად იმერული გუნდის ფეხბურთელები ითვლებოდნენ. კახა კაჭარავას გაწვრთნილმა ''სამტრედიამ'' ''ეროსი მანჯგალაძეზე'' ქუთაისის ''ტორპედო'' 1:0 დაამარცხა. ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 2 ტურის შემდეგ თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი, ირაკლი სიხარულიძე, 4 გატანილი გოლით ლიდერობს. მან ორივე მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა.
#sport
#კრისტალბეთეროვნულილიგა
0