ჩრდილოეთ იტალიაში 16 მლნ ადამიანი სავალდებულო კარანტინში მოექცა

0
ჩრდილოეთ იტალიაში, კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა. კონკრეტულად ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება. მთავრობის განკარგულებით, დროებით დაიხურება საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები - სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები. არსებული მდგომარეობით, კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება. იტალია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოში ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება. იტალიაში ვირუსით ინფიცირების 5, 883 ხოლო გარდაცვალების 233 შემთხვევა დაფიქსირდა.
#news
0