საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თხოვნით მიმართა

0
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მათ საპატრიარქომ მიმართა. გამყრელიძის თქმით, მან შესაბამისი დავალება უკვე მისცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს და აღნიშნა, რომ მათ კერძო კომპანიების დახმარების იმედი აქვთ. ცნობისთვის, დღეს გაირკვა, რომ საპატრიარქო კორონავირუსის გამო ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს.
#საპატრიარქო
#დეზინფექცია
#დაავადებათაკონტროლი
#ამირანგამყრელიძე
#tbilisidaily
0