თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა

0
თბილისის მერიასთან, „ანას ბაღის" დამცველმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, აქცია გამართა. შეკრებილები მერიისგან სამშენებლო კომპანიისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზებასა და „ანას ბაღის“ კეთილმოწყობას ითხოვენ. მათ თბილისის მერის, კახა კალაძის სახელზე ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. როგორც ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე , , ანას ბაღის" ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა არ შეჩერდება, ისინი აქციებს გამართავენ და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. „მერიას აქვს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ადგილმონაცვლეობა. ასე თუ არ გააკეთებენ, გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას და აქციებსაც არ შევაჩერებთ, ვიდრე მოსახლეობის მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.
#მერია
#ანასბაღი
#კახაკალაძე
#ადგილმონაცვლეობა
#tbilisidaily
0