გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ბრაკონიერებმა იშვიათი,თეთრი ჟირაფები მოკლეს
633 Views
Gode Marr
Garbani · 7 months ago

ბუნების დაცვითი ორგანიზაცია აცხადებს,რომ ბრაკონიერებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში 2 თეთრი ჟირაფი მოკლეს. საბედნიეროდ მესამე თეთრი ჟირაფი ჯერ კიდევ ცოცხალია, ბუნების დაცვის ორგანიზაცია ფიქრობს , რომ ის ახლა ერთადერთი თეთრი ჟირაფია მსოფლიოში . ჟირაფების სითეთრე გამოწვეულია ლუციზმით, რაც იწვევს კანის უჯრედების უპიგმენტობას. ის განსხვავდება ალბინოსობისგან , რადგან ალბინოს ცხოველებს თვალის უჯრედები ვარდისფერი აქვთ , ხოლო ამ შემთხვევაში ისინი შავია. როგორც მსოფლიოს გარემოს დაცვის ორგანიზაცია აცხადებს , ბრაკონიერთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის და მიმდინერეობას გამოძიება . აღსანიშნავია რომ თეთრი ჟირაფები პირველად 2016 წლის მარტში,კენიაში დააფიქსირეს.

#news #photo
Gode Marr
Garbani · 7 months ago
104
Write a comment
Similar Posts