რჩევები ტვინის ეფექტურად მუშაობისთვის

0
არსებობს მთელი რიგი საშუალებებისა, რომელთა დახმარებითაც ადამიანის ტვინი უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას. 1. ფიზიკური ვარჯიში, ამ დროს თავის ტვინის უჯრედები უფრო დიდი ხდება და მათ შორის ახალი კავშირები ვითარდება. 2. შეეცადეთ, რომ რამე სიარულის, ცეკვის ან ნებისმიერი სახის ფიზიკური მოქმედების დროს დაიმახსოვროთ. 3. ტვინი სწორი საკვებით "დამუხტეთ", ანუ - ჯანსაღად იკვებეთ და მიირთვით განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. 4. მიეცით ტვინს ამოსუნთქვის საშუალება, სტრესი აუცილებელია გონებისთვის, რათა მობილიზებულები ვიყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ტვინის დასვენებაც. 5. რამდენიმე ენის ცოდნა დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინის მუშაობაზე. პოლიგლოტები უფრო კარგად უმკლავდებიან მრავალფუნქიური ამოცანების გადაწყვეტას. რაც უფრო კარგად ფლობს ადამიანი მეორე ენას, მით მეტად იყენებს მას. შესაბამისად მეტად უწევს ყურადღების გადართვა მშობლიურიდან მეორე ენაზე. ეს კი აუმჯობესებს კოგნიტიური კონტროლის სისტემის მუშაობას.
#news
#opinion
#health
#forhealth
#healthylife
#brain
#behealthy
Tbilisi
0