0
დღეს თელავივში, იაფოს სანაპიროს მივუყვებოდი, უცებ ხალხის უცნაური ჩოჩქოლი და ღელვა შევნიშნე, მივხვდი რაღაც კარგი არ ხდებოდა. გადავხედე ზღვას და ვხედავ, ზღვა ისე მოაცურებდა უსულო სხეულს, როგორც წყალში ჩავარდნილ ქაღალდის ფურცელს. დაბლა ზღვის ნაპირას უკვე იყო სასწრაფო და სამაშველო მობილიზებული, გამოიტანეს სხეული ზღვიდან და სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაიწყეს ბრძოლა სიკვდილთან... ისეთი საშინელი სანახაობა იყო სისხლი გამეყინა, ხელით გულზე დაკიდული ჯვარი მოვძებნე და ჩემ ღმერთს მის გადარჩენას ვთხოვდი, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი ორი წუთი, სამი, ოთხი, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა გამეგრძელებინა გზა. გზა იმედის დასატოვებლად, რომ სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა, რომ იმ ექიმებმა რომლებიც გააფთრებული ეცნენ სხეულს, სიკვდილი დაამარცხეს... იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ მას სახლში ელოდებიან და შეიძლება ვერ მივიდეს... პ.ს. ზაფხულია, ვიცით რომ ძალიან სასიამოვნოა ტალღები და ზღვა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სახლში გელოდებიან...
0