გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სამართალდამცველები დღეს გამოკითხავენ

0
დაჭრილ ლევან თოფაძეს სამართალდამცველები დღის მეორე ნახევარში გამოკითხავენ. გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოდან სამი დღის წინ გაწერეს და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. "ლევან თოფაძის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში გაწერეს მაინც არასახარბიელოა. იგეგმება მისი გამოკითხვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მან ექიმებთან შესაბამისი რეაბილიტაციის კურსები უნდა გაიაროს, სავარაუდოდ სამართალდამცველები დღის მეორე ნახევარში გამოკითხავენ, უკიდურეს შემთხვევაში კი ზეგ, "- განაცხადა ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ. 22 წლის ახალგაზრდას დანით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას ორი ოპერაცია დასჭირდა. დანაშაულში ბრალდებული, ყოფილი პრემიერის შვილი, ბუსა ჟვანიაა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ჟვანიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 2 აგვისტოს თოფაძის სახლში მოხდა.
0