0
"მამუკა ჩარკვიანმა , როდესაც მეგობრის გოგი დოლიძის (ანსამბლ“ქართული ხმების“ წევრი ) გარდაცვალების შესახებ გაიგო, ერთი ამოსუნთქვით დაწერა „ცისფერი კესანები“. მთელი განცდა, ტკივილი და სევდა ამ სიმღერაში ჩადო…" "შორით თავს გიხრი და შორით გესალმები, გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს. შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები სულში ამოდიან და თინათინობენ. თუ უზენაესის, გამჩენის ცრემლი ხარ, ტკივილით მითხარი რა მელის ცოდვიანს. ო, რა კარგი და რა მშვენიერი ხარ.... შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ. ჭადრის ტოტებზე სხედან ჩიტები. ნატვრის თვალისო გინდა მიგნება. ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები, ხვალ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება.... შორით თავს გიხრი და შორით გესალმები, გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს. შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები სულში ამოდიან და თინათინობენ....." ფოტოზე:მამუკა ჩარკვიანი-მომღერალი
#goodplaces
0