კორონით დაკოდილი
269 Views
George Vardania
Tbilisi · 6 months ago

დღეს მეტროში ჩასულს ესკალატორზე არავინ ჩამირბინა, არც ვაგონში შესასვლელად გადამიარა ვინმემ. მოკლედ კორონასეულმა პანდემიამ თავისი ქნა. ვაგონში შესულს პირბადიანი გოგონა მომხვდა თვალში. ეჭვის თვალით კი შევხედე, ნეტა თავს იცავს თუ რამეს მალავს მეთქი?! ასე 4-5 წუთში ბევრი გაბერვისა და ღრმა სუნთქვის შემდეგ, პირბადე მოიხსნა და სახეზე იდაყვაფარებულმა დააცემინა... დააცემინაო?! მატარებელს გაჩერებაც არავინ აცადა, ისე მიაწყდა ის ოციოდე ადამიანი კარებს, მე კი თბილისში ახლად ჩამოსულმა და ნიუსებს მოკლებულმა ვერაფერი გავიაზრე, ვიჯექი ასე და ვფიქრობდი როგორ შეაშინა ის 4 მორაგბე, რამდენიმე მოზრდილი ბიძერი და სტალინური პედაგოგიკით აღზრდილი ქალბატონები COVID-19-მა და ალბათ 19 წლის გოგონამ.

#photo #funny #coronavirus #covid
George Vardania
Tbilisi · 6 months ago
21
Write a comment