ჩინეთი ამერიკის ტელევიზიას ვუჰანის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების გაშუქების ნებას რთავს

0
ჩინეთის ლაბორატორიამ, რომელსაც კოვიდ-19-ის გავრცელების წყაროდ ასახელებდნენ, აშშ-ის ტელევიზიასა და მის გუნდს გადაღების ნება დართო. მათი თქმით, ამგვარად ისინი დარწმუნდებიან, რომ მსოფლიო პანდემია ამ ლაბორატორიიდან არ დაწყებულა. NBC News-ის განცხადებით, მათ თითქმის ხუთი საათი გაატარეს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სწორედ აქ წარმოიშვა ვირუსი, რომლითაც დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. NBC პირველი დასავლური მედიაა, რომელსაც საშუალება მიეცა შესულიყო იქ, სადაც ყველაზე საშიშ ვირუსებზე კვლევები მიმდინარეობს. მათ შორისაა კოვიდ-19-ც, რომელიც, მათი აზრით, ღამურებისაგან წარმოიშვა. მიუხედავად გავრცელებული შეთქმულების თეორიებისა, ლაბორატორიის ვიცე დირექტორი ამბობს, რომ იგი სრულიად დარწმუნებულია, რომ პანდემია ამ ადგილიდან არ დაწყებულა. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ არცერთი თანამშრომელი, რომელსაც ლაბორატორიასთან შეხება აქვს, კოვიდ-19-ით ინფიცირებული არ ყოფილა. მისი თქმით, ლაბორატორიას ვირუსთან შეხება პირველად დეკემბერში ჰქონდა, როდესაც იგი ადგილობრივ საავადმყოფოებში უკვე გავრცელებული იყო. ლაბორატორიის ვიცე დირექორის თქმით, იგი განცვიფრებულია იმით, რომ ამ სკანდალმა ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაძაბულობა წარმოშვა. ამან კი სამყაროს სტაბილურობასა და პროგრესს ზიანი მიაყენა, ისევე, როგორც სამეცნიერო კვლევებს. აშშ-ის განცხადებით, ჩინეთმა მსოფლიოს ღიად და დეტალურად უნდა წარუდგინოს ის ინფორმაცია, რომელიც ვირუსის წარმოშობას ეხება. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ-19-თ გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 700, 000-ს გადააჭარბა. წყარო: New York Post #headline #coronavirus #USA #China #კორონავირუსი #აშშ #ჩინეთი
0