25 იანვარი

11
მთვარის ოცდამესამე დღე 🌚🌚🌚

25 იანვრის ჰოროსკოპი

25 იანვარს მხიარული და მშვიდი ადამიანები იბადებიან, ისინი ყველას მიმართ კეთილად არიან განწყობილი. გარშემომყოფებს მათში საოცარი შარმი იზიდავს. ეს თვისება მრავალი პრობლემის გადაჭრაში ეხმარებათ, გარშემო მეგობრებს იხვევენ და საყვარელ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ. არიან რა სასიამოვნო ადამიანები, ყურადღებას იჩენენ თანამოსაუბრის მიმართ, მხარს უჭერენ მას საჭიროების შემთხვევაში და გულწრფელად უხარიათ სხვისი პრობლემების გადაჭრა. ამასთან, სანაცვლოდ მადლიერებას არ ელოდებიან. მათ მიმართ ნდობით არიან გამსჭვალული, მათთან მიდიან რჩევისთვის, დახმარებისთვის, აზრის საკითხავად, გულის გადასაშლელად და იციან, რომ ეს საიდუმლოდ დარჩება. მათი ოჯახური ცხოვრება მშვიდი და დოვლათიანია. უმართლებთ ფინანსური კუთხით.
ხანდახან 25 იანვარს დაბადებულების წინაშე უდიდესი ბარიერები აღიმართება ხოლმე, რაც სხვებს ნამდვილად მოტეხდა, მაგრამ ამ დღეს დაბადებულები ასეთი არ არიან. მათი წარმატება ვითარებებსა და გარშემო საზოგადოებაზეა დამოკიდებული. კრიზისულ და გარდამტეხ მომენტებში ისინი უცვლელად ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციას, გამოიმუშავებენ შინაგან სულიერ ძალას, თუმცა მოგვიანებით ამან შეიძლება ნერვული შეტევა გამოიწვიოს. ამ დღეს დაბადებულებს ცხოვრების ყველაზე რთული მომენტების გადატანა და გზის გაგრძელება შეუძლიათ. მარტოობისას, ჩვეულებრივ, სიმშვიდისკენ ისწრაფვიან და შემოქმედებითი ენერგიის წყაროს მოძებნას ცდილობენ. თუ შეძლებენ მომავლის გეგმებისთვის სწორი წერტილების მოძებნას, ბევრი რამის მიღწევა შეუძლიათ.
ეს ადამიანები თავდაჯერებულნი არიან და ყოველთვის პოულობენ ძალას, ჩამოყალიბებული ნორმებისა და დოგმების წინააღმდეგ წავიდნენ. მათი ცხოვრების მთავარი თემა ხშირად ბედისა და თავისუფალი ნების დაპირისპირებაა - ხშირად ფიქრობენ, თვითონ უნდა აირჩიონ თავისი ბედი თუ ფატალურად მიიღონ წინასწარ განსაზღვრული ბედისწერა. ამაზე ერთგვაროვან პასუხს ვერ პოულობენ. ამაში მათ დაეხმარება სხვადასხვა მინიშნებები, სიმბოლოები და ა. შ. ამ დღეს დაბადებულებისთვის მთავარია დისციპლინა და მოთმინების უნარის გამოწრთობა - დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება.

25 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს,  ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა,
როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეინძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა დატოვა იქაურობა . ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა. გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი. თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა, სულიერი თვალები აეხილა მისი მტანჯველებისათვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები, თან ზეციდან მარტვილისადმი მიმართული უფლის სიტყვებიც გაიგონეს. სასწაულით უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. მოწამეებმა საკუთარი სისხლით ნათელიღეს. მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ კეთილსურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მათგანი იქვე გარდაიცვალა. წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარველები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულმოწამეს მოსთხოვეს დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სასოებით ჰხადა უფალს. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა იქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა ვერ მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში ჩააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ მას და დაუამეს წყლულები. მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს, დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას არაფერი ავნო და მორჩილად აულოკა ფეხები.
ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ალმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო. ნეტარი დედისთვის „მაგიური ძალა” რომ გამოეცალათ, მას თმები მოაკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარები გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დაუხვდათ. სიხარულით გაცისკროვნებული ტატიანა ადიდებდა უფალს. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

მოამზადეთ უგემრიელესი ნამცხვარი პრაღა

დაგჭირდებათ
ბისკვიტისთვის:
3 კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
200 გ. არაჟანი
1 ჩ.კ. სოდა
1 ½ ჩ.ჭ. ფქვილი
2 სავსე ჩ.კ. კაკაო
ცოტა ვანილი
კრემისთვის:
200 გ. ოთახის ტემპერატურის, დარბილებული კარაქი
½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
1 სავსე ს.კ. კაკაო
შოკოლადის მინანქრისთვის:
100 გ. კარაქი
1 ჩ.ჭ. შაქარი
5 ს.კ. კაკაო
5 ს.კ. რძე
ფორმა: 28 სმ. დიამეტრის (შესაძლებელია 26 სმ.-ც, უფრო მაღალი გამოვა_
მომზადეაბა:
კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა მასა მოთეთრო და სქელი გახდება დაუმატეთ შესქელებული რძე და კვლავ ათქვფეთ. შემდეგ კი არაჟანი შეურიეთ.
ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და სოდა, აურიეთ და კვერცხიან მასას დაუმატეთ, ხელის სათქვეფით შეურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთს.
ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მასში ცომი. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 25 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
ბისკვიტი ბოლომდე გააციეთ, შემდეგ გაჭერით შუაზე ან სამ ნაწილად.
იმისათვის, რომ კრემი კარგი გამოგივიდეთ, აუცილებელია, რომ კარაქი და შესქელებული რძე ოთახის ტემპერატურის იყოს. მე კრემი ხელის სათქვეფით გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა. კარაქი ცოტა გათქვიფეთ, შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე, ბოლოს კი კაკაო. უგემრიელესი კრემი მზადაა.
კრემი წაუსვით ბისკვიტის ქვედა ნაწილს, შემდეგ კი მეორე ნაწილი დაადეთ. შედგით მაცივარში.
სანამ ნამცხვარი მაცივარში ცივდება, მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, კაკაო და რძე, აქციეთ ერთიან მასად, შემდეგ კი დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. სანამ წამოდუღდება გადმოდგით, ცოტა შეაგრილეთ, შემდეგ კი ნამცხვარს მოასხით.
გემრიელად მიირთვით 🍰🍰🍰
ბედნიერ დღეს გისურვებთ 💖
11