8 დეკემბერს გაიმართა ხელოვნების სახლი, Blue Face - ქართული კულტურის ცენტრის დახურული ოფიციალური გახსნის საღამო.
საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ბატონმა ლევან დიასამიძემ და კონსულმა ქალბატონმა თამთა კინწურაშვილმა, ხელოვნების სახლს საქართველოს დროშა გადასცეს. საღამოს ასევე ესწრებოდა პროფესორი და საზოგადო მოღვაწე ქალბატონი მანანა თანდაშვილი, რომელმაც ხელოვნების სახლს ვეფხისტყაოსნის 2019 წლის გამოშვება გადასცა.
, , თამამად შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიზანს მიღწეულია, ჩვენ დავაარსეთ ქ.დარმშტადში ქართული სივრცე. ქართული სივრცე და გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აკლდა, განსაკითრებით კი ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო მისი დაარსება.
პირველ და უმთავრეს პროექტად მივიჩნიეთ ქართული ენა და ლიტერატურისა და ხელოვნების კურსები ბავშვებისათვის, მოგახსენებთ, რომ პროექტი ძალიან წარმატებით დაიწყო.
გარდა ამისა ჩვენს ხელოვნების სახლში დაგეგმილია რამდენიმე პროექტი, რომლებიც ეტაპობრივად გაიხსნება. ესენია: ქართული ღვინის, ქართული ლიტერატურის და ქართული სამოსის სტენდები, საღამოები და გამოფენები, საჯარო ლექციები სხვადასხვა თემებზე.
ჩვენს ხელოვნების სახლში მოსული უცხოელი სტუმარი გაეცნობა ქართულ კულტურას, ლიტერატურას, დააგემოვნებს ქართულ ღვინოს და სურვილის შემთხვევაში შევთავაზებთ ტურებს საქართველოში, დაუჯავშნით სასტუმროს და გავამგზაბრებთ საქართველოში.
ამით ხელს შეუწყობთ ჩვენი ქვეყნის იმიჯის და ცნობადობის ამაღლებაში.”
განაცხადა გახსნის საღამოზე ხელოვნების სახლის ხელმძღვანელმა
ლილიანა არველაძემ.
ხელოვნების სახლი დიდ მადლობას უხდის ყველა მოწვეულ სტუმარს გახსნის საღამოზე მობრძანებისთვის.