რუსეთი თავისი ვაქცინის გამოშვებას ჩქარობს და ტესტირებას ანელებს

0
რუსეთი დაუფარავად ცდილობს თავისი განზრახვის ასრულებას: გაიმარჯვოს მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შეჯიბრში. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მათ ეფექტური ვაქცინა უკვე შექმნეს და მის მასობრივად გამოყენებას რამდენიმე კვირაში გეგმავენ. რუსეთის საინვესტიციო ფონდის მეთაური, კირილ დიმიტრიევი, ამტკიცებს, რომ ქვეყანა ამ მხრივ ყოველთვის ძლიერი იყო. მისი თქმით, ვაქცინა, რომელიც ახლა შექმნეს, ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის მიბაძვით მიიღეს, რომელიც „გამალეია ინტიტუტმა“ ხუთი წლის წინ შექმნა. რუსეთი ვაქცინის წარმოებას სექტემბრის დასაწყისშივე გეგმავს, მათი თქმით, ამ პროცესში რამდენიმე რუსული კომპანია უკვე ჩართულია. რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინის მსგავსი ვერსიები სხვა ქვეყნებშიც შეიქმნა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი კვლავ გადის ტესტირებასა და ე.წ „მესამე ფაზას“. მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ საბოლოო შედეგს 2021 წლამდე ვერ მიაღწევენ. დიმიტრიევის თქმით, რუსეთიც და დიდი ბრიტანეთიც ე.წ „ადენოვირუსულ ვექტორს“ იყენებს. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ რუსული ვაქცინა მაიმუნების ნაცვლად, ადამიანების ადენოვირუსს იყენებს. სწორედ ამგვარად ხსნის ოფიციალური მოსკოვი იმას, რომ მათ უფრო სწრაფად მიაღწიეს დადებით შედეგებს. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთმა სწრაფმა პროგრესმა, შესაძლოა, სახიფათო რისკები წარმოქმნას. რუსულ ვაქცინაზე ე.წ „მეორე ფაზის“ ცდები უკვე დასრულდა. ისინი უფრო ფართომასშტაბიან ცდებს 1, 600 ადამიანზე ამ თვეში დაიწყებენ. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველები, ვინც ვაქცინას მიიღებენ ექიმები, მასწავლებლები და მაღალი რისკის მქონე ინდივიდები იქნებიან. ისინი ვაქცინაციის შემდეგ დაკვირვების ქვეშ უნდა იყონ. წყარო:NBC News
#headline
#coronavirus
#vaccine
#Russia
#კორონავირუსი
#ვაქცინა
#რუსეთი
#ახალიამბები
0