ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

0
ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ზოგადად პანდემიაზე , და აღნიშნა , რომ ჩინეთს გარეთ მდგომარეობა უარესდება . ის აცხადებს, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. იგი მოსახლეობას მოუწოდებს , რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან , ასევე ზოგადად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას, მაგრამ თუ მაინც წავლენ და ჩამოსვლისას კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი ექნებათ , არ დამალონ და საზღვარზევე განაცხადონ , რათა დაიცვან საკუთარი თავიც და სხვებიც. ჩინეთს გარეთ არ აღინიშნება დაინფიცირებულთა რიცხვის შემცირება . ამირან გამყრელიძეს ცნობით ახლა ქვეყანაში 1000 ადამიანია თვითიზოლაციაში და იგი მათ მოუწოდებს , რომ არ დაარღვიონ თვითიზოლაცია .გამყრელიძე მოუწოდებს ხალხს, რომ ნაკლებად შეიკრიბონ , დიდი ქორწილებისა და ქელეხებისგან თავი შეიკავონ.
#news
#opinion
#photo
0