დიდება გმირებს!

0
12 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, რომელსაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატთან , ალექსანდრე მოწერელიათნ ერთად აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი კობა ხარჩილავა , ასევე აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები, რომლებიც გორის გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსით გადაადგილებოდნენ. რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ხუთდღიან ომში საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო. 8 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. წყარო:წალენჯიხის მუნიპალიტეტის მერია
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0