ყალიბდება ლარსის კლასტერი - გამყრელიძე

0
ყალიბდება ლარსის კლასტერი -აღნიშნული განცხადება დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ყაზბეგში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი იმყოფება და ინფიცირებულების კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს. "დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ერთი ჯგუფი უკვე ყაზბეგშია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0