თოფაძემ განმარტა, რომ დანა ან მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს-ადვოკატი

0
თოფაძემ განმარტა, რომ დანა ან მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს-განაცხადა ლევან თოფაძის უფლებადამცველმა გიორგი ანთაძემ, გამოკითხვის შემდეგ. ადვოკატის თქმით, გამოკითხვაზე თოფაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ მასსა და ბუსა ჟვანიას შორის შელაპარაკება ჯერ ტელეფონით მოხდა, რასაც შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. "ლევან თოფაძემ გამომძიებლებს მიაწოდა იმ გარემოებების შესახებ ინფორმაცია, რის შემსწრე და მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო დაზიანებები, თუმცა განმარტა, რომ დანა ან მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს. ლევან თოფაძე აცხადებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა. დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად, რომლის დროსაც ერთმანეთს მიაყენეს შეურაცხყოფა", - განაცხადა ანთაძემ.
0