Eminem-ის “GodzillaChallenge”-ს მონაწილე 16 წლის ზუგდიდელი გოგონა - ნინი ჩილაჩავა

0
16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავა ამერიკელ მომღერალ ემინემის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, რომელიც გამოცემა Southpawer-მა საკუთარ ფავორიტად დაასახელა. ნინი ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, სიმღერა მისი ჰობია. Godzilla-ს საკუთარი ვერსია ჯერ მეგობრებსა და დედას მოასმენინა და სწორედ მათი თხოვნით ჩაწერა ვიდეო, რომელიც შემდეგ მომღერლის ინსტაგრამ გვერდზე ატვირთა. ნინი ასეთ დადებით გამოხმაურებას არ ელოდა და ვიდეოს წარმატებით გაკვირვებულია. “ძალიან პოპულარული გამხადა ამ გამოწვევამ, ქუჩაში მცნობენ, ხელს მიქნევენ და ჩემს გასაგონად ემინემის სიმღერის ნაწილს რეპავენ, დადებითი ემოიცები მოყვა ამ ყველაფერს და ძალიან მიხარია” - ამბობს ნინი ჩილაჩავა. კონკურსის დასრულების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, ახლა ის საბოლოო შედეგის მოლოდინშია.
#ზუგდიდი
#ნინი
#ჩილაჩავა
#ემინემი
#godzilla
#რეპი
#zugdididaily
0