გახანგძლივდება თუ არა სკოლებში სწავლის პროცესი?

0
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი 1-ელ აპრილსაც ვერ განახლდა, როგორც დგებუაძე ამბობს, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება, თუმცა ეს სასწავლო წლის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს. „სასწავლო პროცესი დამთავრდება 15 ივნისს. ეს არის მინისტრის ბრძანებით დადგენილი პერიოდი, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა დასრულდეს. თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მაშინ თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი იქნება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმით დაგეგმავს სასწავლო პროცესს
0