19 votes
comments
shares
Save
451 reads
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 4 months ago

ლელა ანჯაფარიძის მოგონებებიდან!?

ძალიან დილა მშვიდობის ?

დღეს შეუდარებელი დღეა ... ალბათ...

რადგანაც , ზუსტად ამ დღეს, 1879 წლის 14 მარტს, გერმანიის ქალაქ ულმაში დაიბადა უდიდესი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ათეულზე მეტი მეცნიერების აკადემიის წევრი და რაც მთავარია . სრულიად გუგებარი ფარდობითობის თეორიის შემქმნელი, ალბერტ ეინშტეინი...)))

საოცარი ადამიანი იყო, სხვანაირად ნიჭიერი, გამორჩეულად ხალისიანი, მისტიკური...

მისტიკური რომ იყო, დღეს ღამე ჩემს თავზე გამოვცადე...კოლაჟის გაკეთება პირველად არ გამჭირვებია... ფოტოები თავად ირჩეოდა, ზომებს იცვლიდა და ეწყობოდა ისე, როგორც თვითონ უნდოდა, არაფერი დამიმატებია და შემისწორებია,,,

თანაც, სერიოზული სახის დაყენება მინდოდა, (ეინშტეინზე ვკითხულობდი მასალებს, სხვა თუ არაფერი !!!) და სულ მეღიმებოდა...

ისეთ კარგ ხასიათზე დამაყენა, როგორც მარტო კეთილ ელფს შეუძლია ზღაპრებიდან...

ვგიჟდები ადამიანებზე, ვისაც არ ეშინია სასაცილოდ გამოიყურებოდნენ, იმიტომ, რომ სასაცილოა ის, ვისაც ამისი ეშინია...

ეინშტეინი ხან ბალერინის პაჩკას ამოიცვავდა, ხან ინდიელის ფორმას... ერთერთ სერიოზულ კონფერენციაზე კი, ფოტოგრაფმა რომ შეაწუხა,

უბრალოდ ენა გამოუყო...

კაცი გენიოსი იყო და გულწრფელად იძახდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი მოსაზრებების 99% მცდარი აღმოჩნდება...

ისრაელის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა: „მე მაგას როგორ შევწვდებიო, იმდენი ჭკუა სადა მაქვსო “...

საინტერესოა, რომ ეინშტეინი ბავშვობაში არაფრით არ გამოირჩეოდა, ცუდად სწავლობდა, მხოლოდ მეორე ცდით ჩააბარა ციურიხის პოლიტექნიკურ სასწავლებელში და მერე დაიწყო მუშაობა გამოგონებათა საპატენტო ბიუროში, სადაც მას პირველად მიაქციეს ყურადღება. იმ დროს, როდესაც სერიოზული ექსპერტები თითო გამოგონებას თვეობით აანალიზებდნენ, ალბერტი ზუსტად 10 წუთში აკეთებდა აბსოლუტურად სწორ დასკვნას, დანარჩენ დროს კი იჯდა და ფიქრობდა საკუთარ იდეებზე...

ერთხელ მას შეეკითხნენ: გამოგონება როგორ მოდგითო თავში და ასე უპასუხა: „ადვილიაო... ვიღებ ესთეტიკურად ყველაზე არაგრაციოზულ იდეას და მიმყავს სრულ ჰარმონიამდე და უბრალოდ ვაკეთებ პროგნოზს, როგორ მოიქცევიან ამ შემთხვევაში ფიზიკური საგნები.,“ . ხომ ფანტასტიური ახსნაა!!!

ეინშტეინზე უამრავი რამის მოყოლა შეიძლება. მაგალითად, ცოცხალი თავით არ ამხედლდა, რომ მშვენივრად ფლობდა ინგლისურ ენას... ვერ იტანდა ფანტასტიკას და სპორტს, ცურვის გარდა (რადგანაც, კარგად ცურავდა და ენერგიის ხარჯცა არ ჭირდებოდა), არ უყვარდა წინდები (რადგანაც მუდამ იხვრიტებოდა ფეხის დიდი თითით))), ძალიან უყვარდა ვიოლინოზე დაკვრა და ჩიბუხის მოწევა...როდესაც შეუყვარდა მომავალი პირველი მეუღლე, გადაუდგა მთელ ოჯახს და მაინც მოიყვანა ცოლად სერბიელი კათოლიკი... შემდეგ კი დაუყენა მას უმკაცრესი, შეიძლება ითქვას მონური პირობები, რომელზეც, ის მორჩილად დათანხმდა...(უღირდა, ეტყობა)...

სიცოცხლის ბოლოს. ეინშტეინი მუშაობდა ველის ერთიან თეორიაზე, მაგრამ ბოლო ნაშრომი დაწვა... მე ვფიქრობ იმიტომ, რომ ჯერ ნაადრები იყო და შევეცოდეთ)))

დღევანდელი ჩემი ღამისთევის საოცრება და მისტიკა კიდევ იმაშია, რომ წლების განმავლობაში ვეძებდი, თუ როგორ ჩამომეყალიბებინა განათლების ცნება... მისი განსხვავება ნაკითხობისგან და გუშინ ეინშტტეინმა მიკარნახა:

„განათლება არის ის, რაც რჩება, როდესაც ივიწყებ ყველაფერს, რაც ისწავლე“... ამან საბოლოოდ განმგმირა...

გილოცავთ ამ ადამიანის მოვლენას ჩვენს სამყაროში და გისურებთ, მართლა ყველაფერი რომ დაგავიწყდებათ, რაც ისწავლეთ... იმაზე მეტი დაგრჩენოდეთ, ვიდრე დაგავიწყდათ!!!

14 მარტი 2018

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 4 months ago
19
Write a comment