ამირან გამყრელიძე- არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია მთელს მსოფლიოში უარესდება და ინფექცია 128 ქვეყანაშია დაფიქსირებული მისი თქმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც გაიზრდება. „ ინფექციის შემთხვევა ჩინეთთან ერთად გახლავთ უკვე 140 000, ანუ 60 000 შემთხვევა დაფიქსირდა უკვე ჩინეთს გარეთ. დღეს, ყველა ქვეყანაში ფიქსირდება სერიოზული ზრდა, ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას იმიტომ, რომ ამ ინფექციას მსოფლიო დაძლევს. ერთადერთი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანა და აუცილებლად დავიცვათ საკარანტინო, ასევე თვითიზოლაციის პირობები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა დასტურდება. კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-54.
#ამირანგამყრელიძე
#კორონავირუსი
#ინიცირება
#tbilisidaily
0