8 votes
0 comments
0 shares
Save
ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს
53 views
Coronavirus Live
Tbilisi · 4 months ago

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს.

პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა - ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი 8-ე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ავადმყოფების მიმღები, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც 140 საწოლია და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია.

სულ საქართველოს ექნება 3600 და დღეს მოქმედი 420 საწოლი.

#coronavirus #coronaviruslive #news
Coronavirus Live
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Headline
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 12 000 საწოლია, რომელიც სერიოზული მატების შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრისა და კერძო კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს კერძო კლინიკების ჩართვის გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვით ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე 500-600 საწოლამდე სახელმწიფო კლინიკებიდან გამოიყოფა, ხოლო მეორე ეტაპზე 2-3 ათასი კერძო კლინიკებიდან, რაც ეტაპობრივად გაიზრდება. ,,გვქონდა შეხვედრა კერძო სექტორის კლინიკებთან, ძალიან კარგი საუბარი იყო და ყველამ გამოთქვა ძალიან მაღალი სოლიდარობის მზაობა. იცით, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში პირველ დარტყმას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები: გორის ჰოსპიტალი, საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური კლინიკა და წამყვანი ინფექციური საავადმყოფოები. თუ გახდა საჭირო მეორე ეტაპზე და გახდება, მეორე ეტაპზე პაციენტებს დიდი კერძო კლინიკები მიიღებს, სადაც სრული მზაობაა, მათ აქვთ სრული აღჭურვილობა და შესაბამისი ადამიანური რესურსი. ჯანდაცვის სამინისტრო აზუსტებს ამ ჰოსპიტალების ეტაპობრივი გამოყენების გეგმას და დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა დღეს და ხვალ იქნება. ისინი მუშაობენ ინდივიდუალურად დიდ ქსელურ ჰოსპიტალებთან. ზოგადად ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 12 000 -მდე საწოლი, რომელიც სერიოზული მატების შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. სწორედ ამისთვის არის ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა 500-600 საწოლამდე სახელმწიფო კლინიკები, მეორე ეტაპზე 2-3 ათასი კერძო კლინიკები და შემდგომ კიდევ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ. #news #coronavirus #ამირანგამყრელიძე
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
გიორგი გახარიამ ექიმებს მიმართა - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს. მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის განცხადებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება პასუხისმგებელი მკურნალობის პროცესის წარმართვაზე. „მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც. ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრემიერ-მინისტრს კლინიკაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა უშუალოდ გიორგი გახარიას და მისი პირდაპირი სამთავრობო მმართველობის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ეფექტურობაში. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა სულ სხვა დონეზე აიყვანა საპასუხო ღონისძიებების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა – კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველო საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ბევრ ქვეყანაზე უკეთეს პირობებში იმყოფება. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ოთხ წამყვანი ჰოსპიტალის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის გამოყოფა და კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო. მთავრობის მეთაურმა დღეს პირადად დაათვალიერა ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა, სადაც დღემდე არასათანადო პირობებია და წყალი ჩამოდის. კლინიკის დირექტორის განმარტებით, შენობის არასათანადო მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები კერძო კომპანიას მიჰყიდა. თენგიზ ცერცვაძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლითაც ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება. #georgia #pm #კორონავირუსი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
საქართველო ჯანმოს კვლევაში ერთვება
კვლევის მიზანია, 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება გამოვლინდეს. რაც შეეხება უშუალოდ მედიკამენტებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე „რემდესივირის“, „პლაქვენილის“, „ინტერფერონი ალფას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირისა“ და „ინტერფერონი ბეტას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირის“ ეფექტურობა დაიტესტება. მისივე განმარტებით, კვლევაში მონაწილეობის მიღება საქართელოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავად შესთავაზა, რასაც ქართული მხარე დათანხმდა. ცერცვაძის თქმით, კვლევაში 7 კლინიკა იქნება ჩართული: ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის საავადმყოფო მედალფა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და საჩხერის საავადმყოფო. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, კვლევაში პაციენტების ჩართვა, ნებაყოფლობითი იქნება. "ეს იქნება მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად ყველაზე დიდი კვლევა. ერთმანეთს უნდა შედარდეს 4 სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტურობა. ეს არის „რემდესივირი“, რომელიც ჯერჯერობით ფავორიტად ითვლება და ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, თუმცა ბოლომდე არავინ არ ვიცით მისი თვისებები. ეს კვლევა რომ დასრულდება მაშინ გავიგებთ, მართლა ფავორიტია თუ არა. მეორე არის „პლაქვენილი“, რომელიც საქართველოში დიდი წარმატებით გამოიყენება თებერვლის თვიდან. მესამე არის „ლოპინავირ/რიტონავირი“, ეს ერთ აბშია, მაგრამ ორი წამალია. მეოთხე მედიკამენტი კი არის იგივე „ლოპინავირ/რიტონავირი“ და დამატებულია „ინტერფერონი ბეტა“. „ინტერფერონი ალფა“ საქართველოში დიდი ხანია არსებობს, თუმცა „ინტერფერონი ბეტა“ ახალია. ეს ოთხი მედიკამენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეარჩია თავისი ძირითადი კვლევისთვის, აქამდე არსებული კვლევების ანალიზის საფუძველზე ანუ შეირჩა ეს ოთხი მედიკამენტი, რომელიც დღეისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით სხვებზე უფრო იმედის მომცემია," - განაცხადა ცერცვაძემ.
Middleeast Report
Tbilisi, Georgia · 20 hours ago
“გაანულე და იბატონე”
2020 წლის 15 იანვარს სატელევიზიო მიმართვის დროს, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა, რასაც იმ დღესვე რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოჰყვა. მალევე ნათელი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაუფლების მორიგი ტრანსფერისთვის იყო საჭირო, თუმცა საწყის ეტაპზე უცნობი იყო, თუ რა პოსტს დაიკავებდა უმაღლესი ლიდერი. დილემა საბოლოოდ, პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით გადაწყდა. დუმაში პუტინის ვიზიტის დროს, ტერეშკოვა პრეზიდენტისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულების წინადადებით გამოვიდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა დუმამ და კონსტიტუციურად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომაც. საბოლოოდ, პუტინისთვის ვადების განულება სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან სარეფერენდუმო პაკეტში შევიდა. კენჭისყრის დღედ თავდაპირველად 22 აპრილი დაინიშნა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თარიღმა ჯერ გადაიწია, შეიცვალა ხმის მიცემის ფორმატიც. საბოლოოდ, ოფიციალური მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 78%-მა დაუჭირა მხარი, ამგვარად ვლადიმერ პუტინს კიდევ ორჯერ შეეძლება პრეზიდენტობა. რუსეთში მმართველობის ხანგრძლივობით, პუტინმა უკვე გააუმჯობესა ეკატერინე მეორეს და ლეონიდ ბრეჟნევის მაჩვენებელი. ჯერჯერობით დაუძლეველია იოსებ სტალინის 27-წლიანი რეკორდი. სტალინის რეკორდის გაუმჯობესებისთვის პუტინს მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა არ ეყოფა, უპირობო რეკორდსმენობისთვის კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება საჭირო. ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო კონსერვატიული გახდეს 1993 წელს, ელიცინის დროს, მიღებული პირველი პოსტსაბჭოთა კონსტიტუცია. თავის მესამე საპრეზიდენტო ვადაში, 2012 წელს, პუტინი უკვე მკაფიოდ წარმოჩნდა როგორც რუსეთის „ტრადიცული ფასეულობების“ მტკიცე დამცველი, რაც გამოიხატება ერთი და იმავე სქესის ქორწინების უარყოფით, რუსეთის მართლმადიდებლური რწმენის დაცვითა და საზოგადოების განვითარების დასავლური, ლიბერალური მოდელის მიუღებლობით. ეს კონსერვატიული მიდგომები აისახა 200-მდე საკონსტიტუციო ცვლილებაში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ და სულ ბოლოს თავად რუსეთის პრეზიდენტმა შეიტანა 1993 წლის კონსტიტუციის ტექსტში. თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა. მათ შორის არის ცვლილება ღმერთის ხსენების, რუსული ენის, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენისა, და „ისტორიის ფალსიფიკაციის“ დაუშვებლობის შესახებ. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კონსტიტუციის 67-ე მუხლი: „რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გასხვისებისკენ მიმართული მოქმედება ან ასეთი მოქმედებებისკენ მიმართული მოწოდებები“, - ნათქვამია რუსეთის კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესწორებულ ვარიანტში, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთის შიგნით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი საუბარს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისათვის დაბრუნების შესახებ. „ადამიანები ფიქრობენ, რომ დე ფაქტო ყველაფერი უკვე დასრულდა, ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს კი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია ხალხის სამართავად - დაარწმუნო ისინი, რომ არაფრის შეცვლა რა შეუძლიათ“, - ამბობს მოსკოველი პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი. მოდით ახალი კონსტიტუციის ზოგი მუხლი და დებულება ( რაც ჩემი აზრით საინტერესოა) პუნქტებად გავიაროთ: 1. უკვე ვახსენე, თუმცა კიდევ იყოს, პირველი და მთავარი - ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადები „ნულდება“, რაც გულისხმობს რომ მან ამ თანამდებობის დაკავებას 2036 წლამდე შეძლებს. (2024 და 2030 წლების არჩევნებში შესაბამისად წარადგენს თავის კანდიდატურას და პოსტს დაიკავებს). 2. მომავალში, (იგულისხმება პუტინის შემდეგ) არავინ შეძლებს ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტი ვერ გახდება. 3. ფორმალურად, საერთაშორისო სამართალს უპირატესობა ექნება, თუმცა „საჭიროების“ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს გააბათილებს (იმ შემთხვევაში თუ მათ არაკონსტიტუციურად სცნობს). 4. რუსეთის მოქალაქე, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან/და ბინადრობის უფლება ჰქონდა, პრეზიდნეტი ვერ გახდება. 5. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ყოფილი პრეზიდნეტები ხელუხლებელნი იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე. 6. ამიერიდან, პრეზიდნეტი უფლება ექნება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეევის გადაყენება (ფედერაციის საბჭოს თანხმობით). 7. თუ პრეზიდენტი რაიმე კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ხოლო პარლამენტი მას დაძლევს, პრეზიენტი კანონპროექტს მაინც დაბლოკავს სასამართლოს „დამხარებით“. 8. პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ რომელი სახელმწიფო ინსტიტუტი ან/და ორგანო იქნება მის დაქვემდებარებაში და რომელი- პრემიერ-მინისტრის. ( ძალოვენები- პრეზიდენტს ემორჩიელბიან). 9. მთავრობის ფორმირების პროცესში, თუ სახელმწიფო დუმა სამჯერ ჩააგდებს კენჭისყრას. პრეზიდენსტი მაინც შეძლებს პრემიერ მინისტრის დანიშვნას. 10. ფედერაციათა საბჭოს წევრებს პრეზიდენტი დანიშნავს, ხოლო მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, თავადაც გახდება ამ ორგანოს წევრი. 11. ფედერაციათა საბჭოს წევრებს ახალი სახელწოდება ექნებათ - სენატორები ( თუმცა ეს ამერიკული ტიპის სენატორი არ იქნება). 12. ადგილობრივ თვითმმართველობებს რიგი უფლებები ჩამოერთმევათ. 13. დეპუტატებს, სენატორებს, მოსამართლეებს და მინისტრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ქონა ეკრძალებათ. 14. კონსტიტუციაში აღნიშნულია ახალი სახ. ორგანო (Гос.Совет) „სახელმწიფო საბჭო“ - ამ ახალი ორგანოს მთავარი დანიშნულება იქნება საგარეო, საშინაო და სოც-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა. 15. რუსი ერი იქნება გამოცხადებული „ერის/სახელმწიფოს შემოქმედად“ (Государстаообразующий). 16. სახელმწიფო ქორწინებას მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის აღიარებს. 17. კანონი ღმერთის შესახებ 18. მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალი არ უნდა იყოს 19. რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ნებისმიერი ტერიტორიის ხელყოფა ანტიკონსტიტუციურად ცხადდება. ამრიგად, ზემოთ მოცემული პუნქტებიდან ნათლად ჩანს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია სრულყოფილ ავტოკრატულ რეჟიმად ყალიბდება, სადაც მმართველობის სადავეები ერთი პირის ხელში აღმოჩნდება, რაც რუსეთისთვის და რიგითი რუსეთის მოქალაქეებისათვის უკან გადადგმული ნაბიჯია და „ბნელ“ წარსულში დაბრუნებას გულისხმობს.#ახალიამბები #პოლიტიკა #რუსეთი #პუტინი #საკონსტიტუციო #ცვლილებები #news #politics #polls #putin #russia
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
10 კლინიკა საქართველოში, სადაც CoViD-19-ით ინფიცირებულებს იღებენ
10 კლინიკა საქართველოში, სადაც CoViD-19-ით ინფიცირებულებს იღებენ - Primetime
10 კლინიკა საქართველოში, სადაც CoViD-19-ით ინფიცირებულებს იღებენ - Primetime
10 კლინიკა საქართველოში, სადაც CoViD-19-ით ინფიცირებულებს იღებენ - Primetime
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 20 hours ago
აფხაზეთის "თვითგანადგურების" პოლიტიკა - რა როლი აქვს რუსეთს ?
საბჭოთა სოციალისტური სისტემის გენეზისი და აფხაზეთში სოციალიზმის მშნებლობის პროცესი (ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია, ახალი სოციალისტური მმართველობითი და გამანაწილებელი სისტემის ფორმირება, კომუნისტური ორიენტაციის ინტელექტუალური ელიტის ჩამოყალიბება და ა.შ.) მიმდინარეობდა საერთოიმპერიული კანონზომიერებისა და საერთო-საკავშირო გენერალური მიმართულებების ფარგლებში ადგილებზე ზედმეტი “თვითშემოქმედების” გარეშე. ამ თვალთახედვით უნდა შეფასდეს XXს. 30-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიები აფხაზეთში, 1938წ. დასრულებული დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა), 1945-46 სასწავლო წლიდან განხორციელებული სასკოლო რეფორმა (“აფხაზურ სკოლებში” სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით), მიწისძვრით დაზარალებული მეზობელი რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება (მათმა გარკვეულმა ნაწილმა ასიმილაცია განიცადა და ამჟამად აფხაზურ ეროვნებას მიეკუთვნება). პოლიტიკური რეპრესიები, როგორც ცნობილია, საერთოსაკავშირო “ღონისძიებას” წარმოადგენდა. ავტონომიებში დამწერლობათა გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების გრაფიკაზე, აგრეთვე სწავლების გადაყვანა მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ენაზე, ხელისუფელბის ცენტრალური ორგანოების დირექტივების შესაბამისად, მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. ამიტომ უფრო სამართლიანი და სასარგებლო იქნება თუ სეპარატისტები თავიანთ პრეტენზიებს წაუყენებენ არა ვითომ აფხაზთა გადაგვარების მზაკვრული გეგმის მქონე ქართველებს, არამედ იმპერიას, რომელიც დღესაც წარმატებით აგრძელებს აფსუა ხალხის ასიმილაციას. მეზობელი რაიონებიდან ადამიანების ჩამოსახლება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე მოსკოვის დირექტივებით ხორციელდებოდა. “დათბობის” პოსტსტალინისტური პერიოდი საქართველოში აღინიშნა ანტიქართული გამოხდომების თანხლებით მიმდინარე სტალინის პიროვნების კულტის კრიტიკასთან დაკავშირებით ქ. თბილისში მოწყობილი მშვიდობიანი ახალგაზრდული მანიფესტაციის რუსი ჯარისკაცების მიერ მასობრივი და უმოწყალო დახვრეტით. მანიფესტაციაზე დრო და დრო გაისმოდა მოწოდებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებაც. იმ პერიოდში რესპუბლიკაში მოქმედებდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაციები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვ.). კრემლმა გააძლიერა ზეწოლა თბილისზე, დაადანაშაულა რა რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაცია შოვინიზმის გამოვლინებაში, აფხაზების, ოსებისა და სომხების ასიმილაციის მცდელობაში (იხ. სსრ კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1956წ. 10 ივლისის დადგენილება). ეს ბრალდება გახდა თავისებური ნიშანი სეპარატისტებისთვის. ეჭვსგარეშეა, რომ აფხაზეთში სწორედ კრემლმა ერთი ხელით მოახდინა 1957, 1967 და 1977 წლების ანტიქართული გამოსვლების პროვოცირება, თუმცა საბაბად ერთ შემთხვევაში გამოიყენეს სეპარატისტებისთვის მიუღებელი ისტორიული შრომების გამოცემა თბილისში (1957 და 1967წწ.), სხვა შემთხვევაში – საქართველოსა და აფხაზეთის ახალი კონსტიტუციების მიღება (1977წ.); მეორე ხელით კრემლი ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტების ისეთნაირად “მოგვარებას” (განსაკუთრებით სეპარატისტთა სასარგებლო საკადრო გადაადგილებების განხორციელებით), რათა შექმნილიყო უფრო ხელსაყრელი ნიადაგი შემდგომში საჭირო დროს ახალი მასშტაბური გამოსვლებისთვის. ასეთი დრო XXს. 80-იანი წლების ბოლოს დადგა, როცა ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობებმა ძირფესვიანად შეარყიეს საბჭოთა იმპერია, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოდიოდა. დემორალიზებული და დეზორგანიზებული კრემლი შეეცადა, მაგრამ ვერ მახერხა მისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევა 1989წ. 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შემდეგ. შედეგი სრულიად საპირისპირო გამოდგა. ბევრი ვერაფერი მისცეს იმპერიულ ცენტრს ანტიქართულმა გამოსვლებმა აფხაზეთში 1989წ. ივლისში. კრემლის ხრიკების მიუხედავად, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა დამოუკიდებლობისკენ. 1990წ. 28 ოქტომბერს გამართულ მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელმა მოძრაობამ გაიმარჯვა, რასაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოჰყვა. რესპუბლიკამ არ მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმში. აფხაზეთში იგი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. სასურველი შედეგის მისაღებად, გალის რაიონი, სადაც აფხაზეთის მოსახლეობის 20% ცხოვრობდა (დიდი უმრავლესობა ქართველები), მოსკოვის მითითებით, არჩევნებიდან მოხსნეს საარჩევნო უბნების ვითომ “მოუმზადებლობის” მოგონილი საბაბით. გარდა ამისა, აფხაზურ საარჩევნო უბნებში სსრ კავშირის შენარჩუნების მომხრეთა ხმების რაოდენობამ კურიოზული მაჩვენებელი შეადგინა – ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 120% (?!). ამ გზით სეპარატისტებმა ძლივს დააფიქსირეს 50 პროცენტზე ოდნავ მეტი, მაგრამ ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი აფხაზეთში ჩაიშალა. იმავდროულად, 1991წ. 31 მარტს აფხაზეთში დიდი წარმატებით ჩატარდა სხვა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აფხაზეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვ. არძინბას მეთაურობით გადაწყვიტა თვითონ არ მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ხელი არ შეუშალოს ავტონომიურ რესპუბლიკაში მის ჩატარებას. იმ კონკრეტულ ვითარებაში ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბლოკი `სოიუზი~ (სსრ კავშირის მომხრეები) რეფერენდუმში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 1991წ. 31 მარტის რეფერენდუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (347175 კაცი) 61,27% მონაწილეობდა, ანუ ბევრად მეტი, ვიდრე ქართული მოსახლეობა (45%). რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73% (ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 60%) ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას (დამოუკიდებლობის აღდგენა 1991წ. 9 აპრილს გამოცხადდა). ანალოგიურ ვითარებაში ჩატარდა და დაახლოებით იგივე მაჩვენებლებით დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთის ტერიტორიაზე (1991წ. 26 მაისი). აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის საგანგებოდ ფრთხილი, მშვიდობიანი და კომპრომისული პოლიტიკის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა 1991წ. ზაფხულში, როდესაც ქართულ და აფხაზურ მხარეთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ახალი კანონი, შევიდა ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით ჩამოყალიბებულ ერთმანდატიან ოლქებში გადანაწილდა. აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს – 26, სხვა ეროვნებებს – 11. მანდატები ისეთნაირად გადანაწილდა, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება და ცალმხრივად კონსტიტუციური, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ქართველთა და აფხაზთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო არა მხოლოდ სტატუსის საკითხის ლეგიტიმური გადაწყვეტა, არამედ მთავრობის დანიშვნაც კი, ვინაიდან მინისტრის დამტკიცებას ასევე კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა. ეთნიკური ნიშნის მიხედვით გადანაწილდა როგორც მანდატები უმაღლეს საბჭოში, ისე მთავარი თანამდებობებიც. კერძოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აფხაზი უნდა არჩეულიყო, მის პირველ მოადგილედ-ქართველი; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ქართველი ინიშნებოდა, პირველ მოადგილედ – აფხაზი. განხორციელდა სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებებიც. მაგალითად, აფხაზეთის კონსტიტუციაში ტერმინი “საქართველოს სსრ” შიცვალა ტერმინით “საქართველოს რესპუბლიკა”. ეს იყო სერიოზული კომპრომისი, ვინაიდან აფხაზეთი კონსტიტუციურად ადასტურებდა, რომ ის ადრე იყო საქართველოს სსრ ნაწილი, მაგრამ ამიერიდან დამოუკიდებლობა გამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაშია. იმისათვის, რათა სათანადოდ შეფასდეს ამ კონსტიტუციური ცვლილების მნიშვნელობა, საჭიროა გავიხსენოთ სეპარატისტთა მიერ ატაცებული კრემლის უცნაური ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი, მისი კონსტიტუციის მიხედვით, სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი საქართველოს სსრ ნაწილს წარმოადგენდა და არა საქართველოს რესპუბლიკის. განხორცილებული ცვლილებით, მსგავს ინსინუაციებს ბოლო მოეღო. აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდა ასევე დამატება, რომ კანონი აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ ძალაში შედიოდა საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (მუხლი 98). თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ გაიმარჯვა, თანაც გაიმარჯვა ორივე მხარემ. ყველაფრიდან ჩანდა, რომ კრემლი ძლიერ იყო შეშფოთებული დამოუკიდებლობისკენ საქართველოს დამაჯერებელი მოძრაობით, 1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, მოსკოვის მედიატორული როლის გარეშე თბილისის მიერ აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებით. კრემლში გადაწყვიტეს, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობის გზით დამხობა და აფხაზეთში ომის გაჩაღება იყო საჭირო. ასსრ კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობამ, რომელიც მანამდე საკავშირო ცენტრთან ძალაუფლებისათვის ბრძოლით იყო დაკავებული, საქართველოსთვისაც მოიცალა. ამ უკანასკნელმა – თანაც უარი თქვა მაშინ ჯერ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში, შემდეგ კი ახლადდაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებაზე. ახალ ვითარებაში, როდესაც 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, ე. შევარდნაძის მეთაურობით სახელმწიფო საბჭოს სახით დროებითი არალეგიტიმური ხელისუფლება შეიქმნა, სამოქალაქო დაპირისპირებად წოდებული რუსეთ-საქართველოს გაჩაღდა ომი, აფხაზეთის სეპარატისტული ძალები მეტისმეტად გააქტიურდნენ. მოსკოვის წაქეზებითა და საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა იღებდა ცალმხრივ გადაწყვეტილებებს და იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული. 1992წ. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებისა და 1925წლის მკვდრადშობილი კონსტიტუციის (რომლის შესახებ ზემოთ იყო საუბარი) აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა უმაღლესი საბჭოს საბოლოო განხეთქილების ადრე დაწყებული პროცესი და, საბოლოო ჯამში, საქმე ომამდე მივიდა. დღეს ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ომი აფხაზეთში წარმოადგენდნენ ერთი ჯაჭვის რგოლებს, ერთიც და მეორეც - ქართული სახელმწიფოს დასუსტების, მისი დანაწევრებისა და ახალი ფორმით რუსეთის იმპერიის წიაღში დაბრუნების საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილებია. ომი აფხაზეთში განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთ-საქართველოს 1991-1992 წლების უთანასწორო ომის გაგრძელება. მისი შედეგები, როგორც ცნობილია, კატასტროფული აღმოჩნდა აფხაზეთის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა. დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი კაციდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 989 ადამიანი დარჩა; ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72,7 პროცენტით, ანუ 3,7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა. 1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს. ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 201 430 კაცით – 82,2% ანუ 5,64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერენ მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოხუმური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იქ დარჩენილებს 3,5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში). ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ანექსიას, სხვადასხვა ეროვნების სინამდვილეში 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. თავისი უკანონო, მაგრამ კარგად გათვლილი ნაბიჯით, რუსეთმა არაფრად ჩააგდო საერთაშორისო წესრიგი, რეალური საფრთხე შუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უშიშროებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მისი მაშინდელი ხელმძღვანელის საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. ამ საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს დსთ-ს წევრებმაც კი, მათ შორის უახლოესმა მოკავშირეებმა. შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით. სეპარატისტებისა და რუსი აგრესორების მთავარ იარაღს წარმოადგენდა და წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა ეთნოწმენდის თანხლებით, უხეში სიცრუე ფალსიფიცირებული ისტორიის სახით, რაც ასევე სულიერი და იდეოლოგიური ძალადობის, კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა. ვინაიდან საკუთარ პროპაგანდისტულ არსენალში კრემლს არ გააჩნია რამდენადმე დამაჯერებელი სამართლებრივი არგუმენტები ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის აფხაზეთის `აღიარების~ გამართლებისთვის, ის ცდილობს მსოფლიოს თავს მოახვიოს მის მიერვე შეთხზული ყალბი ისტორიული სტერეოტიპები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე “ისტორიული სამართლიანობის” ვითომ აღდგენისთვის მებრძოლის მანტიაში გამოწყობილი წარსდგეს. შემოთავაზებული მოკლე ცნობა, რომელიც საკუთარ ძირძველ ტერიტორიაზე – აფხაზეთზე საქართველოს ისტორიულ უფლებას ადასტურებს, აფსუა-აფხაზებს სულაც არ ართმევს ამა თუ იმ სამართლიანი პოლიტიკური მოთხოვნის წამოყენების უფლებას. იმავდროულად, იგი სრულიად ცალსახად გვიჩვენებს საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარე რუსული აგრესიის გამართლების მიზნით მოხმობილი იმ “ისტორიული არგუმენტების” უსაფუძვლობას, რომლებსაც უშუალოდ კრემლის მესვეურები (მათ შორის დ. მედვედევი, ვ. პუტუნი, ს. ლავროვი და სხვ.) უწევდნენ პროპაგანდას. ნამდვილი და არა მოგონილი ისტორია მთლიანად საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარესაა. შეადგინა ჯ. გამახარიამ. მოწონებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.#სოხუმი #აფხაზეთი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით პაციენტებს არ იღებს - ლევან გოფოძე
რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით პაციენტებს არ იღებს. ის ქვეყანაში განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანებს შეჰყავს - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ თვითდინებით მიმართულების პაციენტებმა სხვა ჩვეულებრივ სომატურ სტაციონარებს უნდა მიმართონ. „კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას. თქვენ იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში გამოქვეყნდა პროტოკოლი, რომელიც მკვეთრად განსაზღვრავს და გამიჯნავს ერთმანეთისაგან იმ პაციენტებს, ვინც არიან საეჭვო კორონაზე და არ არიან. ამიტომაც, რადგანაც რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური მიმღები ყველა იმ პაციენტისა, რომელიც საეჭვოა კორონავირუსის მატარებლობაზე, იღებს მკაცრად პროტოკოლის მიხედვით იმიტომ, რომ აქ ნაკადების უმართავი სიტუაციის შექმნა არ მოხდეს და არ დარჩნენ კლინიკის გარეთ ის ადამიანები, ვინც ჭეშმარიტად საჭიროებენ ჩვენს მეთვალყურეობას, გამოკვლევას, იგივე კორონავირუსის დიაგნოსტირებას. ამიტომაც, ჩვენ ვმოქმედებთ მკვეთრად განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ ვიღებთ თვითდინებით პაციენტებს. თვითდინებით მიმართულების პაციენტების სულ სხვა ნაკადია და მათ უნდა მიმართონ სხვა ჩვეულებრივ სომატურ სტაციონარებს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.#კორონავირუსი #ლევანგოფოძე #რესპუბლიკურისაავადმყოფო #tbilisidaily
Marneuli Daily
Marneuli, Georgia · 4 weeks ago
37 წლის კირაჩ-მუღანლოელ ინფიცირებულ ქალს არ სჯერა , რომ კორონოვირუსი აქვს.
37 წლის კირაჩ-მუღანლოელი ქალი, რომელსაც კორონავირუსი 8 ივნისს დაუდასტურდა, აცხადებს, რომ მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს. ინფიცირებული მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ამჟამად თბილისში, თანამშრომელთან ერთად, მკურნალობას გადის. მისი თქმით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ორი დღით ადრე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც ინფიცირებული მუშაობს, კორონავირუსის ტესტირებები აიღეს და მისი ტესტის პასუხი დადებითი იყო. „კორონავირუსის დადასტურებამდე ერთი-ორი დღით ადრე ტესტირება ჩაატარეს. მერე, ერთ დღეს სამსახურში საჭმელად დავჯექით და ამ დროს ზარი შემოვიდა, მარნეულიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ სახლში წავსულიყავი, კიდევ უნდა ჩაეტარებინათ ანალიზები. მივედით სახლში და სასწრაფო მოვიდა და გვითხრა, თბილისში უნდა წაგიყვანოთო, მაგრამ ჩვენ ტემპერატურა ან სხვა პრობლემები არ გვქონია. აქ სულ სიცილით წამოვედით“ - ამბობს ინფიცირებული ინფიცირებული ამბობს, რომ საავადმყოფოში ანალიზებს ყოველდღიურად უტარებენ, მაგრამ ექიმები პასუხების შესახებ ინფომრაციას არ აწვდიან. „ამჟამად საავადმყოფოში ვარ. ანალიზების პასუხებზე არაფერს გვეუბნებიან. დღეში ერთხელ გადასხმას აკეთებენ და ერთ ნემსს გვიკეთებენ. სხვა წამლებს არ ვსვავთ. ალბათ, არაფერი არ გვჭირს, არაფერს რომ არ აკეთებენ. ვეკითხებით, ანალიზის პასუხები როგორია, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ქართულიც იმ დონემდე არ ვიცი, რომ რამე დამატებით ვკითხო“ 37 წლის ქალს არ სჯერა, რომ ის და მისი თანამშრომელი ინფიცირებულია. ამბობს, რომ თავისუფლად სუნთქავს, ხველა არ აწუხებს და სიცხე არ აქვს. "საკვები ნორმალურია. არც სიცხე გვაქვს, არც ხველა. არაფერი გვტკივა. ინფიცირებულს ყელის ტკივილი ან ტემპერატურა უნდა ჰქონდეს, ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს. ყოველდღე ტემპერატურას ამოწმებენ და 36-ზე მეტი არ მაქვს" ინფიცირებული აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირებები მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და რამდენიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დანარჩენი ადამიანები კი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში არიან გადაყვანილი. ამბობს, რომ მისი შვილები რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, მაგრამ არ იცის თუ სად გადაიყვანეს მისი დედა. მედიასთან საუბრისას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ნინო ვარდიძემ თქვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომო იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსი არ აქვს. „ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურა, მშრალი ხველა, შესაძლოა იყოს ფაღარათი, შესაძლოა იყოს გემოს და სუნის დაქვეითება, წნევის თამაშები, თავის ტკივილი. ძირითადად წამყვანი სიმპტომებია სიცხე და ხველა. ასევე, შესაძლებელია პაციენტებს ეს მდგომარეობა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც“ - გვითხრა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ეპიდემიოლოგმა გვითხრა, რომ მათაც ჰყავდათ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, ვისაც სიმპტომები არ უფიქსირდებოდა, მაგრამ მას გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილები და წნევის თამაშები. „გააჩნია რა სისუსტე აქვს ადამიანს. თუ ადამიანს წნევებისადმი, გულსისხლძარღვთა სისტემისადმი ან რევმატული ფაქტორებისადმი აქვს მიდრეკილება, ამ დროს კორონავირუსი სიმპტომებს ამ მიმართულებით უფრო აძლიერებს“ - ამბობს ნინო ვარდიძე ექიმ-ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით შედის, საავადმყოფო ვალდებულია ის იქამდე დატოვოს კლინიკაში სანამ კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერადი „პისიარ“ კვლევა არ ჩაუტარდება და ორივე პასუხი უარყოფითი არ იქნება. „ხშირ შემთხვევაში პაციენტები იმაზე მეტხანს ყოვნდებიან ჩვენთან ვიდრე საჭიროა. იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს აღარ აწუხებდა არაფერი, მაგრამ ორჯერადი კვლევის შემთხვევაში ერთხელ მაინც უფიქსირდებოდა კორონავირუსი. მათ შეეძლოთ მკურნალობის სახლის პირობებში გავლა და გარკვული პერიოდულობის განმავლობაში კლინიკაში შესამოწმებლად მისვლა, მაგრამ სახელმწიფოსგან არ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია, რომ თუნდაც ერთჯერადი პასუხით გავწეროთ პაციენტი“ - განაცხადა ნინო ვარდიძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე ჩატარებული ორჯერადი ტესტის პასუხი უარყოფითია ნიშნავს, რომ ამ ადამიანს კორონავირუსის გადამდებლობა არ აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები ის მაინც შეიძლება იყოს საშიში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. წყარო ; რადიო მარნეული#Covid-19 #კირაჩ-მუღამლო #მარნეული #marneulidaily#ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
საქართველოში კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან
საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძე განცხადებით, კვლევის მიზანია, 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება გამოვლინდეს. რაც შეეხება უშუალოდ მედიკამენტებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე „რემდესივირის“, „პლაქვენილის“, „ინტერფერონი ალფას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირისა“ და „ინტერფერონი ბეტას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირის“ ეფექტურობა დაიტესტება. თენგიც ცერცვაძის განცხადებით, კვლევაში მონაწილეობის მიღება საქართელოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავად შესთავაზა, რასაც ქართული მხარე დათანხმდა. მისი თქმით, კვლევაში 7 კლინიკა იქნება ჩართული: ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის საავადმყოფო მედალფა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და საჩხერის საავადმყოფო. კვლევაში პაციენტების ჩართვა, ნებაყოფლობითი იქნება.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ქართული პროტოკოლი და დებატები პრეპარატ პლაქვენილის გარშემო
სადღეისოდ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის სამკურნალოდ ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩინეთსა და რიგ ქვეყნებში მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიკამენტის გამოცდა. ამ დრომდე კლინიკურ ცდებს გადის რამდენიმე პრეპარატი, რომელთა მიმართაც არაებობს ჰიპოთეზა, რომ მათ შეუძლიათ კოვიდინფიცირებული პაციენტების განკურნება ან სიმპტომების შემსუბუქება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი. პლაქვენილი აქამდე მალარიის, ამებიაზის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, შემაერთებელი ქსოვილის და კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქლოროქინს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იყენებენ. ის 1934 წელს ჰანს ანდერსაგმა შექმნა. 19 მარტს აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა,რომ დარგის ლიდერებთან და წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაუყოვნებლივ COVID-19-ის სამკურნალოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აღნიშნული მედიკამენტი ფაქტობრივად დამტკიცებულია FDA-ის მიერ. ,,რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია,” - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის პირველი პირის განცხადებას. როგორც გაირკვა, ინფექციური საავადმყოფო პლაქვენილს თებერვლის თვიდან იყენებს, რადგან სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად ქართველი ინფექციონისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულ მედიკამენტებს შორის პლაქვენილი ყველაზე ეფექტურია. აღნიშნული პრეპარატი ამსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნას. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პლაქვენილი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისტუტე, გონების დაბინდვა და რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუმცა სოციალურ ქსელში სრულიად გამსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რაც შემდგომ დიდი ვნებათაღელვისა და დებატების საგანიც გახდა. მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოში არსებული მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა. მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, პლაქვენილით საქართველოში უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ამ პრეპარატს არ აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და მეტიც, მან შეიძლება პაციენტებში მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს. მედიკოსის განცხადებით, მიიღო რამდენიმე საგანგაშო წერილი კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც სწორედ პლაქვენილის მეთოდით მკურნალობენ. გურულმა აღნიშნა, რომ პლაქვენილი რამდენიმე კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ. ,,ბატონი გურული სტყუის, თან უსინდისოდ,” - ასე გამოეხმაურა ქართული პროტოკოლის თანაავტორი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის კრიტიკას. მისი თქმით, ზურაბ გურულის პოსტი იყო ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაცია. ცერცვაძის განცხადებით, ქართულ პროტოკოლში გაწერილია, რომ უსიმპტომო პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და აღნიშნული პრეპარატი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, თანაც ექიმის დანიშნულებით. ცერცვაძემ განმარტა ისიც, რომ პროტოკოლის მიხედვით, „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ”. ამგვარად, იგი უარყოფს ექიმ ზურაბ გურულის ბრალდებას, რომ საქართველოში პლაქვენილს უსიმპტომო პაციენტებისთვის ან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მკურნალობისას სწორედ პრეპარატ პლაქვენილს იღებდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა. ,,ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტი, რომელ­საც ვი­ღებ­დი. ჩემ შემთხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად წა­რი­მარ­თა და­ავადე­ბა. იქ, სადაც მძი­მე პნევ­მო­ნია ერთვე­ბა და სუნთქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ინიშ­ნე­ბა"- ჰყვება ნიკოლოზ გამყრელიძე. თუმცა გუშინ გამყრელიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პლაქვენილს იღებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაავადების ყველა სიმპტომი გამოეხატა. მისი თქმით, პლაქვენილის მიღებიდან რამდენიმე დღეში მშრალი ხველა აღარ ჰქონია და არც რაიმე სახის უკუჩვენება უგრძვნია. პლაქვენილის გარშემო მიმდინარე დებატებს ამირან გამყრელიძეც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის შვილს სწორად უმკურნალეს. გამყრელიძემ სრული ნდობა გამოუცხადა თენგიზ ცერცვაძესა და საქართველოში მოქმედ პროტოკოლს. მან ახალგაზრდა კოლეგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმის კრიტიკისგან. ასეა თუ ისე, დღესდღეობით არ არსებობს, ზუსტი კვლევა, დასკვნა თუ რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა მედიკამენტი კურნავს კორონავირუსს და ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს - მედიკოსები საქართველოსა და მსოფლიოში დღეს იყენებენ ექსპერიმენტულ პრეპარატებს და ხელმძღვანელობენ მხოლოდ არსებულ გამოცდილებასა და მიმდინარე კვლევებზე დაყრდნობით.#პლაქვენილი #კორონავირუსი #პრეპარატი #tbilisidaily