იტალიელ ექიმებს რეკომენდაცია მისცეს ხანდაზმულ პაციენტების გადარჩენაზე დეფიციტური რესურსი არ დახარჯონ

0
BBC წერს, რომ იტალიელი ექსპერტების რეკომენდაციით ექიმებს ურჩევენ აუცილებლობის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებზე ნაკლები რესურსი დახარჯონ და მათ გარდაცვალების საშუალება მისცენ. ეს არის მძიმე არჩევანი, რომლის გაკეთება ექიმებს მოუწევთ. ორი კვირის წინ იტალიაში კორონავირუსის 322 დადასტურებული შემთხვევა იყო. ექიმებს ყოველ პაციენტზე ზრუნვის საშუალება ქონდათ. ერთი კვირის წინ იტალიაში Covid 19-ის 2502 შემთხვევა იყო. ექიმები ჯერ კიდევ ახერხებდნენ მწვავე სუნთქვითი უკმარისობის მქონე ყველა ავადმყოფისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია გაეკეთებინათ. ასაკის გარდა ექსპერტები ექიმებს ურჩევენ პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც გაითვალისწინონ, ანუ დოკუმენტის ავტორების ნათქვამს თუ გავიმეორებთ: “ყურადღებით შეაფასონ თანმდევი პათოლოგიების არსებობა“. მარტივად რომ ვთქვათ, ხანდაზმული და სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტები ბევრად მეტი დეფიციტური რესურსის დახარჯვას მოითხოვენ, საბოლოო ჯამში კი მათი გადარჩენის ალბათობა დაბალია.
#news
#photo
#stopcovid19
#coronavirus
#covid19
0