16 votes
11 comments
1 shares
Save
290 views
Luka Khatridze
Tbilisi · 4 months ago

ცარიელი პეკინი


Luka Khatridze
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Headline
Tbilisi · 3 weeks ago
პეკინში განგაშის მეორე დონე ცხადდება
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს პეკინიდან და პეკინის მიმართულებით დაგეგმილი შიდა ფრენების 70 პროცენტი გაუქმდა. მაგისტრალები ჯერჯერობით ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ქალაქის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ნებისმიერი პირი, რომელიც პეკინს ტოვებს, ვალდებულია, წარმოადგინოს საბუთი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ კოვიდ 19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით განგაშის მეორე დონე გამოაცხადა. დაიხურა საბავშვო ბაღები და სკოლები. პეკინში კორონავირუსის დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე ქალაქში კორონავირუსის 137 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმეტესობა ახალ, ბაზრის კლასტერს უკავშირდება სადაც პირველად ვურუსი დაფიქსირდა. #პეკინი #კორონავირუსი #კოვიდ19
Luka Khatridze
Tbilisi · 5 months ago
ღამის, ცარიელი რუსთაველი. #goodplaces
Interworld
Tbilisi · 3 weeks ago
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები ბირთვულ შეიარაღებაზე - ახალი გამოწვევა მსოფლიოსთვის
შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორშაბათს, 22 ივნისს, მათ შორის ბოლო ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების (New Strategic Arms Reduction treaty - New START) თაობაზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის ე.წ. შორი დისტანციის ბირთვული ქობინების კონკრეტული რაოდენობის (1 550 ერთეული) განთავსებას აწესებს, 2010 წლის 8 აპრილს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაფორმდა და მისი ვადა 2021 წლის 5 თებერვალს იწურება. გასულ კვირას, აშშ-ში განაცხადეს, რომ ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მათი წარმომადგენელი მარშალ ბილინგსლი (Marshall Billingslea), ავსტრიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან გამართავს მოლაპარაკებებს. თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვი ახალი შეთანხმების მიღწევას სკეპტიკურად უყურებს და მათი მიზანს აქამდე არსებული ე.წ. New START-ის ხელშეკრულების კიდევ 5 წლით გახანგრძლივება წარმოადგენს. მათი მტკიცებით, ხელახალ დოკუმენტის შესამუშავებლად და განსახილველად არასაკმარისი დროა. “ჩვენ ამერიკელებს არაერთხელ ავუხსენით, რომ გადაწყვეტილება გახანგრძლივების თაობაზე სასარგებლო და მართებულია. ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები არ გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა კვლავ გამოვიყენებთ დამატებით შესაძლებლობას ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად”, - განაცხადა რიაბკოვმა. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას. ოფიციალური ვაშინგტონის მიდგომით, კრემლთან დადებული ორმხრივი შეთანხმება მოძველებულია და ამასთან, სამომავლო ხელშეკრულებაში მათ ჩინეთის ჩართვაც სურთ, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერჯერობით უარზეა. ზოგადად, შეერთებული შტატები და რუსეთი გლობალური მასშტაბით არსებული ბირთვული ქობინების 91%-ს ფლობენ. აღნიშნული “უთანასწორობის” გათვალისწინებით, ოფიციალურ პეკინს სამომავლო ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ სურს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების მანძილზე, დონალდ ტრამპმა აშშ რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებიდან (მაგ: “Internediate-Range Nuclear Forces treaty” და “Iran nuclear deal”) გამოიყვანა, არსებობს შანსი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს შეთანხმებაც “ჩააგდოს” და ამის მიზეზად, ხელშეკრულებაში ჩართვაზე ჩინეთი უარი დაასახელოს. აღნიშნული განავრცობს ტრამპის ნარატივს, რომ ეკონომიკური და (COVID-19-ის) პანდემიური გაუმჭვირვალეობის მსგავსად, ოფიციალური პეკინი ბირთვული არსენალის “გამდიდრების” რეალურ მონაცემებს ფარავს. ოფიციალური ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი მის ბირთვულ შესაძლებლობებს აფართოვებს, ის მაინც გაცილებით მცირეა აშშ-სა და რუსეთის პროგრამებთან შედარებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ავსტრიაში დაგეგმილ შეხვედრაზე ჩინური მხარის მიწვევა შემდგომში ცხადყოფს სამივე ქვეყნის მხრიდან, იარაღის კონტროლზე კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებს. შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს არამხოლოდ ჩინეთთან, არამედ რუსეთთან დაკავშირებითაც და ამ უკანასკნელს ათასობით “არასტრატეგიული” ბირთვული იარაღის მოდერნიზებაში ადანაშაულებს, რომელიც მათ შორის უკვე დადებულ ხელშეკრულებაში ასახული არ არის. კრემლი, მის ბირთვულ არსენალს, აშშ-სგან თავდაცვის უმთავრეს “გასაღებად” მიიჩნევს და ამ კუთხით, ვაშინგტონთან არსებული სამხედრო პარიტეტის დაცვა სურს. ამავდროულად, შეიარაღების კონტროლის თაობაზე, შეერთებულ შტატებთან ფართო დისკუსია ოფიციალური მოსკოვის ინტერესებშია, რადგან საკითხის ჩავარდნა სტრატეგიული არსენალზე “ახალი რბოლის” დაწყებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ყველაფერი მაინც დონალდ ტრამპის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული და მისმა ადმინისტრაციამ უკვე გაახმოვანა, რომ სხვა ხელშეკრულებებიდან გასვლის მიუხედავად, ამ შეთანხმების შენარჩუნების ძირითად ინტერესი მათ ამოძრავებთ. მოლაპარაკებებში, აშშ-ის წარმომადგენლის მარშალ ბილინგსლის განცხადებით, რუსულმა მხარემ უაღრესად პროვოკაციული ხასიათის ბირთვული დოქტრინა მიიღო, რომელიც ადრეულ ესკალაციასა და ბირთვული არსენალის გამოყენებას მოიცავს. შესაბამისად, ახალმა ხელშეკრულებამ რუსული იარაღის მეტი მონიტორინგი უნდა განახორციელოს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Russia #China #nuclear #treaty #new #deal #strategic #weapon #interworld#ახალიამბები #პოლიტიკა
Interworld
Tbilisi · 3 weeks ago
ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო დაპირისპირება - კონფლიქტის გარშემო მიმდინარე მოვლენები
ჩინეთსა და ინდოეთს შორის არსებულ სადავო ტერიტორიაზე წამოწყებული დაპირისპირება ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც სულ მცირე 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის მხარეს არსებულ დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. აზიის ორ რეგინალურ ძალას შორის, რომელთაც დემარკაცია/დელიმიტაციის გარეშე არსებული 3500 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებთ, დაძაბული გარემო საკმაოდ ხშირად წარმოიშობა. ჩინეთი და ინდოეთი ძირითადად იმ ტერიტორიების დაკავებას ცდილობენ, რომელიც დაუსახლებელია. ორშაბათს, 15 ივნისს მომხდარი დაპირისპირება 1975 წლის შემდეგ იყო პირველი, როდესაც შეტაკებებს ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველი შეტაკება 1962 წელს დაფიქსირდა, მაგრამ ინციდენტების რიცხვი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ბოლო დაპირისპირება მიმდინარე წლის მაისის თვეში, ტიბეტის მოსაზღვრედ, ინდოეთის კუთვნილ ლადახის (Ladakh) რეგიონში წარმოიშვა. ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინელმა სამხედროებმა საზღვარი სამ სხვადასხვა წერტილში გადალახეს, რის შემდეგაც ტერიტორიის დაკავების მიზნით კარვები გაშალეს და დადგენილ პოზიციებზე გუშაგები განალაგეს. 9 მაისს სიკიმის (Sikkim) შტატის მაღალმთიან სასაზღვრო ზოლზე, რამდენიმე ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცი დაშავდა მათ შორის მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისას. ოფიციალური დელის განცხადებით, ჩინური დანაყოფები, ლადახის რეგიონში, რამდენიმე დღის მანძილზე არღვევდნენ სასაზღვრო ზოლს, რის შემდეგაც ინდოეთმა ამ ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალების გადაწყვეტილება მიიღო. დაძაბული ფონის შესამსუბუქებლად, მხარეებმა გასულ კვირას ჩინეთის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ არსებულ ე.წ. მალდოს (Maldo) სასაზღვრო პუნქტზე მოლაპარაკებები გამართეს. ამავდროულად, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მხარეები ყველანაირ სამხედრო და დიპლომატიურ არხებს იყენებენ. აქვე, ოფიციალურმა პეკინმაც დაახლოებით ანალოგიური განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ მიაღწიეს „პოზიტიურ კონსესუსს“ საზღვარზე არსებული დაძაბულობის განსამუხტად. რეალურად მოლაპარაკებები არანაირი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ინდური საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით, გასულ კვირას ინდოეთის არმიამ ჩინეთის „სახალხო განმანთავისუფლებელ არმიას“ დაუთმო კონკრეტული ტერიტორიები - პანგონის (Pangong) ტბის ჩრდილოეთი მხარე და სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარე გალვანის (Galwan) ხეობა. შეტეკებების დროს დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ჟაო ლი ჯიანის განცხადებით, ინდურმა დანაყოფებმა ორჯერ გადაკვეთეს სასაზღვრო ზოლი, რის შემდეგაც მოახდინეს ჩინელი სამხედროების პროვოცირება, რამაც „მნიშვნელოვანი ფიზიკური კონფრონტაცია“ გამოიწვია. მსოფლიოს ორ ყველაზე მრავალრიცხოვან და ამავდროულად ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება თითქმის 40 წელს ითვლის. ქვემოთ მოცემულია ამ თემასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი: ნერუს ვიზიტი პეკინში 1959 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ ჩინეთთან არსებული სასაზღვრო დავა მემკვიდრეობით ბრიტანელი კოლონიზატორი მმართველებისგან მიიღო, რომლებმაც 1914 წელს, საზღვრების დადგენის მიზნით, ტიბეტისა და ჩინეთის მთავრობებთან კონფერენცია გამართეს. ოფიციალურ პეკინს არასდროს უღიარებია 1914 წელს დადგენილი საზღვრები (ცნობილი როგორც “McMahon Line”) და დღემდე პრეტენზიას აცხადებს 90 000 კვ/კმ-ის ტერიტორიაზე - ფაქტიურად რასაც ინდოეთის შტატი არუნაჩალ-პრადეში (Arunachal Pradesh) წარმოადგენს. ზემოხსენებულ სასაზღვრო დავასთან არსებულ პირველ მნიშვნელოვან თარიღს, 1959 წელს, ინდოეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარიალ ნერუს (Jawaharial Nehru) პეკინში ვიზიტი წარმოადგენს. ნერუმ ეჭვქვეშ დააყენა ჩინეთის ოფიციალურ რუქებზე მითითებული საზღვრები, რითაც ჩინეთის პრემიერი ჟოუ ენლაი აიძულა გამოეთქვა აზრი, რომ ოფიციალური პეკინი კოლონიურ საზღვარს არ ეთანხმებოდა. 1962 წლის ჩინეთ-ინდოეთის ომი 1962 წელს, საზღვრების დემარკაციის პროცესში, ჩინურმა დანაყოფებმა სადავო ტერიტორია გადაკვეთეს. აღნიშნულმა ოთხკვირიანი ომი გამოიწვია, რასაც ინდოეთის მხარეს ათასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ომის შემდეგ, ჩინეთმა გაიყვანა თავის დანაყოფები, მაგრამ შეინარჩუნა ტიბეტსა და დასავლეთ ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ე.წ. აქსაი ჩინის (Aksai Chin) სტრატეგიული მნიშვნელობის დერეფანი. ინდოეთი დღემდე აცხადებს პრეტენზიას ზემოთ აღნიშნულ დერეფანზე, ისევე როგორც ჩრდილოეთ ქაშმირში, ჩინეთის მიერ კონტროლირებად შაქსგამის (Shaksgam) ხეობაზე. 1967 წლის „ნათუ ლას“ კონფლიქტი მხარეთა შორის კიდევ ერთი გადაკვეთის წერტილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ნათუ ლა“ (Nathu La) აღმოჩნდა, რომელიც ბუტანს, ტიბეტსა და ნეპალს შორის მოქცეულ უღელტეხილზე მდებარეობს. წარმოშობილი კონფლიქტის შემდეგ, ოფიციალურმა დელიმ განაცხადა, რომ შეტაკებებს 80 ინდოელის და კიდევ 400 ჩინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 1975 წლის „ტულუნ ლას ჩასაფრება“ აღნიშნული შეტაკება იყო უკანასკნელი, სადაც, არსებული საზღვრის გასწვრივ ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული. 4 ინდოელ ჯარისკაცს ჩასაფრება მოუწყვეს და მათი ლიკვიდაცია განახორციელეს. ინდოეთმა ჩინეთი დაადანაშაულა სასაზღვრო კონტროლის დარღვევასა და ტერიტორიაზე შეჭრაში, რაც ოფიციალურმა პეკინმა უარყო. 2017 წლის ინციდენტი აღნიშნულ წელს, ორ სახელმწიფოს შორის მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც ბუტანის სიახლოვეს არსებულ დოქლამის (Doklam) პლატოზე, ჩინეთის ხელისუფლებამ ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. ინდოეთის მთავრობამ მშენებლობის შესაჩერებლად სამხედრო ძალებიც გაგზავნა. „დოქლამის პლატოს“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ არის ე.წ. ვიწრო გასასვლელი, რომელიც ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. საკითხი მოლაპარაკებების შემდეგ მოგვარდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #China #India #borders #clash #conflict#ახალიამბები #პოლიტიკა
Headline
Tbilisi · 1 month ago
ჩინეთი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის $2 მლრდ-ს გამოყოფს
მომდევნო ორი წლის მანძილზე, ჩინეთის ხელისუფლება COVID-19-ით დაზარალებულ ქვეყნებს $2 მლრდ-ის ოდენობის დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ჩინელმა ლიდერმა სი ცზინპინმა ორშაბათს, 18 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ოფიციალური პეკინი ეპიდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება განვითარებად სახელმწიფოებს, $2 მლრდ-ის დახმარებას გამოყოფს“, - განაცხადა ცზინპინმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.#coronavirus #pandemic #China #aid #headline
Headline
Tbilisi · 2 months ago
Reuters: ჩრდილოეთ კორეას საკვების დეფიციტი აქვს
ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური დელეგაცია მიმდინარე კვირას ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართება მოლაპარაკებები. კორონავირუსულმა პანდემიამ ხელი შეუშალა როგორც საკვებით მომარაგებას, ასევე ვაჭრობას და მძიმედ დააზარალა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters, ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა ქვეყნის უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის სავარაუდოდ კრიტიკული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ კონფიდენციალურ წყაროთა თქმით, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი ამ ფაქტთან არანაირ კავშირშია. ჩრდილოეთ კორეელები ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას, სადაც საუბრის თემად ვაჭრობისა და საკვების იმპორტის საკითხები იქნება განხილული. არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში ოფიციალურ პეკინსა და ფხენიანს შორის ტრანსასაზღვრო ვაჭრობის განახლება იგეგმება. მანამდე, წლის დასაწყისში, კიმ ჩენ ინმა ჩინეთთან და რუსეთთა სასაზღვრო-სავაჭრო მიმოსვლა აკრძალა, რამაც ქვეყანაში საკვებისა და მომსახურების დეფიციტი გამოიწვია. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და საგარეო უწყებაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. ოფიციალური პეკინი ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირე და ეკონომიკური დონორია. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Exclusive: North Korea economic delegation to visit Beijing for food, trade talks – sources (28.04.2020),#China #NorthKorea #ties #relations #headline #economy
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
მაიკ პომპეომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გააგრძელოს ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გააგრძელოს ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო, ვინაიდან, მისი თქმით, ირანი არ არის „პასუხისმგებლობიანი დემოკრატია“. ემბარგოს 2020 წლის ოქტომბერში გასდის მოქმედების ვადა. აშშ-მა მანამდე ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. მაგრამ ჩინეთმა და რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ, განაცხადეს, რომ ამერიკული პროექტის მიღების წინააღმდეგ გამოვლენ. ამასთან დაკავშირებით პომპეომ თქვა, რომ კარგი იქნება, თუკი პეკინი და მოსკოვი ყურს დაუგდებენ რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ ემბარგოს გაგრძელებას. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის მიმართ იარაღის ემბარგოს გაუქმება დაუშვებელია.#ახალი_ამბები#twitter
Headline
Tbilisi · 2 months ago
Reuters: პეკინი ვაშინგტონთან კონფლიქტს უფრთხის
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულმა უარყოფითმა განწყობების ტალღამ, შესაძლოა ჩინეთის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაცია გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters ჩინეთის ხელისუფლებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთი ანალიტიკურ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს. ზემოხსენებული დოკუმენტი ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიის მიერ არის შედგენილი, რომელიც ამავე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროსთან არის დაკავშირებული. ეს ანგარიში ოფიციალური პეკინის ხელისუფლებას აპრილის დასაწყისში წარედგინა. დოკუმენტის ავტორების მოსაზრებით, მსოფლიო მასშტაბით, მსგავსი ტიპის ჩინეთის საწინააღმდეგო განწყობა 1989 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როდესაც ე.წ. ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროტესტის აქტიური ჩახშობა განხორციელდა. როგორც Reuters-თან საუბარში კონფიდენციალური წყაროები აცხადებენ, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, ოფიციალურ პეკინს მათ წინააღმდეგ წარმოშობილ უარყოფით განწყობებთან მოუწევთ გამკლავება, უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დოკუმენტში მითითებულია, რომ ოფიციალური პეკინი მზად უნდა იყოს ყველაზე „უარესი სცენარისთვის“, რომელიც ამ ორ ძალას შორის სამხედრო დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Exclusive: Internal Chinese report warns Beijing faces Tiananmen-like global backlash over virus – sources (04.05.2020),#coronavirus #crisis #USA #China #headline
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 4 days ago
ლავროვი „ოპტიმისტურად არ არის“ განწყობილი აშშ-თან იარაღის კონტროლის ხელშეკრულების,NEW START-ის, თაობაზე მოლაპარაკების შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის “განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის" განწყობილი აშშ-თან დადებული ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულების, NEW START-ის, მოქმედების ვადის გახანგძლივების თაობაზე. მოსკოვში, 10 ივლისს ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოთხოვნა, ჩინეთიც შეუერთდეს ხელშეკრულებას, ნაბიჯი, რომელიც უარყო ჩინეთმა, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ვაშინგტონმა უკვე გადაწყვიტა არ გახანძლივდეს ხელშეკრულების მოქმედებს ვადა, რომელიც იწურება გაისად, თებერვალში. გასულ თვეში აშშ-ის და რუსეთის ელჩებმა მოლაპარაკება გამართეს ვენაში იმის თაობაზე, თუ რით ჩაანაცვლონ ხელშეკრულება, მაგრამ ვაშინგტონს სურს, რომ ყოველგვარ სამომავალო ხელშეკრულებაში ბირთვული იარაღის შესახებ ჩართული იყოს ჩინეთიც. ჩინეთმა არაერთხელ უარყო სამმხრივი მოლაპარაკება ბირთვული იარაღის შესახებ, რადგან პეკინი თვლის, რომ მას ბევრად მცირე არსენალი აქვს, ვიდრე აშშ-სა და რუსეთს. NEW START-ის თანახმად, აშშ-სა და რუსეთს შეზღუდული აქვთ სტრატეგიული ქობინების რაოდენობა, თითოეულს 1550-მდე.#ახალი_ამბები#twitter
Headline
Tbilisi · 1 month ago
WHO კორონავირუსის თავდაპირველ წარმოშობას ჩინეთში გამოიკვლევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩინეთში მისიას გაგზავნის. ამასთან, ვიზიტის სავარაუდო დრო ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. აღნიშნულის შესახებ WHO-ს საგანგებო სიტუაციების შესახებ პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა. „ჩინელ კოლეგებთან საკითხის განხილვის პროცესში ვართ. სამეცნიერო მისიის კონკრეტული დრო ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ ველით ყველაზე ადრეულ შესაძლებლობას მსგავსი ტიპის მისიის ჩასატარებლად სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კვლევის მიზანი „ვირუსის წარმოშობის აღმოჩენა“ იქნება. სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ოფიციალური პეკინი მზადყოფნას და ღიაობას გამოხატავს ასეთი ინიციატივის მიმართ“, - განაცხადა რაიანმა. „ყველა მხარე ხვდება „ვირუსის წარმოშობის“ კვლევის მნიშვნელობას, რადგან აღნიშნულის დადგენით, სამომავლოდ თავიდან ავირიდებთ მის ხელახლა გამოჩენას“, - თავის მხრივ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს გებრეისუსმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.coronavirus China WHO special mission investigation headline