ღიმილით დაწყებული დილა პოზიტიური დღის საწინდარია

0
ენერგიული, შთაგონებებით სავსე, დადებითი აქტივობებით დატვირთული სასიამოვნო დილა, თქვენი კიდევ ერთი ბედნიერი დღის საწინდარია. ცუდი დილა - კი, ქმნის ცუდ ხასიათს. შეხვდით დილას პოზიტიურად და გაილამაზეთ მთელი დღე.

წინასწარ დაგეგმეთ შემდეგი დღე

თუ თქვენი დილა ხშირად გადატვირთულია, შეეცადეთ საქმეები წინა ღამით მოაგვაროთ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ დილით დროის დიდი ნაწილი გარდერობის წინ გაატაროთ, იმაზე ფიქრით, თუ რას ჩაიცმევთ, დაგეგმეთ ეს მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი წინა ღამით. ან, შეადგინეთ განრიგი, ვინ გაასეირნებს ძაღლს დილით, ვინ მოამზადებს საუზმეს, რათა დრო არ წაგერთვათ ამ საკითხების გარჩევაში. დაგეგმეთ რაც შეიძლება მეტი აქტოვობა, რაც გაგიმარტივებთ დილის გრაფიკს.

გაიღვიძეთ ადრე

საუკეთესო დილა არის ის, რომელიც იწყაბა ჩვეულებრივზე ადრე. სახლიდან გასვლამდე  ნახევარი საათით ადრე გაღვიძებით, ვერაფერს მოასწრებთ. როდესაც გაქვთ ცოტა დრო, თქვენ ჩქარობთ. სიჩქარეში ნერვიულობთ და გავიწყდებათ ბევრი რამ. იქმნება აურზაური, დილა საგიჟეთს ემსგავსება, როდესაც ამდენი სხვადასხვა საქმე გაქვთ მოსასწრები მოკლე დროში. ასე რომ, გაითვალისწინეთ, გაიძვიძეთ ჩვეულებრივზე უფრო ადრე და ისიამოვნეთ ახალი დღის დაწყებით.

გაიღვიძეთ სასიამოვნო მელოდიების თანხლებით

ვინ თქვა, რომ დილით ჟღარუნა, ხმამაღალი, შემაწუხებელი ხმები კარგად აფხიზლებს ტვინს? კარგი დილა იწყება მშვიდი, სასიამოვნო მელოდიის ფონზე. მომართეთ რადიომიმღები საყვარელი ტალღაზე ან ტელეფონის მაღვიძარა სასურველ მელოდიაზე, რაც გახდება ბედნიერი დილის გარანტი.

ივარჯიშეთ

ყველამ კარგად ვიცით, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ყველა ვერ პოულობს ამისთვის დროს. დილით სირბილი ან ვარჯიში/იოგა, თქვენ თავდაჯერებულობას გმატებთ მთელი დღის განმავლობაში, გიჩნდებათ შეგრძნება, რომ შეგიძლიათ ყველა შექმნილ წინაღობას გაუმკლავდეთ.

ისაუზმეთ

ომლეტი, ბეკონი, შვრიის ფაფა, ბლინები, ფინჯანი ყავა ან ფორთოხლის წვენი - დილის ეს მენიუ ანაყრებს მთელი ღამის მანძილზე მოშიებულ ორგანიზმს. ნოყიერი საუზმე  დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. კარგად დაბალანსებული საუზმე თქვენი ორგანიზმის მამოძრავებელი ძალაა,  ამასთან თქვენ დაცული ხართ დღისით გაუზრებელად საკვების მიღებისგან. ასევე, დილით ოჯახთან ერთად საუზმობა კარგი მაგალითია თქვენი ბავშვებისათვის. ასევე, საუზმით ბავშვებს განაწყობთ სკოლაში საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად.

აკოცეთ საყვარელ ადამიანებს

ყველას სასიამოვნოდ ახსენდება დილით სკოლაში წასვლამდე დედის თბილი კოცნა და ჩახუტება. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც იცი, ძალიან უყვარხართ. იყავით ლიბერალური თქვენი გრძნობების მიმართ. ოჯახის ყველა წევრი სახლიდან ისე გააცილეთ, რომ შთააგონოთ, რამდენად განსაკუთრებულები არიან ისინი. თუ თქვენ მარტო ცხოვრობთ, გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან მოკლე შეტყობინების გასაგზავნად, დაურეკეთ ან დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება მეგობარს. ყოველ დილით გააკეთეთ ისეთი რამ, რითაც სხვებს აგრძნობინებთ მზრუნველობას, თქვენ გახდებით მათი სასიამოვნო დილის მიზეზი, შეძლებთ გაულამაზოთ მათ მთელი დღე, პოზიტიური განწყობა - კი, გადამდებია.Self care routine ✓
Yoga ✓
Immunity shots 4 ways ✓
Helathy life ✓
Make-ahead ✓
#funny
#morning
#morning
#healthyfood
#yogalife
#HellofromJgali
Jgali
#კულინარია
#ჯანსაღიცხოვრება
#სპორტი
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0