ბოსტნეული ლამაზი კანისთვის

0

კიტრი

- შეიცავს C, B1, B2, PP ვიტამინებს, ცილებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებს. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისთვის იყო ცნობილი კიტრის ნიღბების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. კიტრის ლოსიონი ასუფთავებს, კვებავს, ადეზინფიცირებს, ათეთრებს კანს. კანის გათეთრების თვალსაზრისით ეფექტურია საფენები დღეში რამდენჯერმე 10-15 წუთით მოვათავსოთ სახეზე, ან ერთხელ 30-60 წუთის განმავლობაში (ეს პროცედურა განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი კანისთვის).

კარტოფილი

- ყოველდღიური პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. კარტოფილის ახალგამოწურული წვენი გამოიყენება გამონაყარის, დამწვრობის, კოჟრების სამკურნალოდ, ძალიან ეფექტურია მოშვებული კანის დროს მოხარშული კარტოფილის ნიღბები.

კომბოსტო

- მისი ნიღაბი ასუფთავებს, ახალისებს სახის კანს, არბილებს და აუმჯობესებს მის ფერს. მისი მომზადება არაა რთული: წვრილ სახეხზე გახეხეთ კომბოსტოს ფოთოლი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შვრიის ფანტელი. მიღებული მასა წაისვით სუფთა სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
#news
#opinion
#gealth #forhealt #skincare
Tbilisi
0