უნიჭიერესი ხათუნა ფერაძის შემოქმედებიდან?????
თითებიი,
ოჰ, ეს თითებიიი...
ნეკები–არათითები,
ნაპარავნი და ნაკოცნი,
შემპარავნი და ფლიდები.
ჩემს სულში შემოღწეული,
ჩემს გულში ჩაწობილები.
სანატრელნი და ტკბილები,
მალამო, სალბუნ–თლილები,
ურჩნი, თავნება, გიჟები,
შმაგნი და განაწბილები,
ფერებას მიჩვეულები,
დარდისგან ჩამოღლილები.
დაძრწიან, დათარეშობენ
სწორფერს ეძებენ გიჟები,
კოცნისგან გალაღებული
ვნებისგან გადაღლილები,
ურჩნი და განკიცხულები,
ნაფერები და თბილები.
თითებიიიი,
ოჰ, ეს თითები,
ნანატრი არათითები,
ერთურთში გადაჭდობილნი,
ვნებისგან გადაღლილები!
მხატვარი და ლექსის ავტორი ხათუნა ფერაძე
#goodplaces