ამაყი ქალი

0
*** და მე ამაყი, დიადი ქალი გავდექი განზე–დრო ჩაგიცალე მაგ დიდი ტორებში, უფალს მივანდე განაჩენი– ქვიშის საათზე ამოვკაწრე სახელი შენი... არდავიწყების სიბრმავეში მდგარი, დაშრეტილი, მიტოვებული, ვიდექი ჩრდილში შენი "დიდების" ვაკვირდებოდი ჩამოფანტულს, დანაცრებულს "დიდებას" შენსას! მე დარდიანმა, დაბნეულმა ვნებამ სამოთხის კვლავ შევიგრძენი არაფრობა შენი "დიდების"! მაგრამ ვერ ვთმობდი უთავბოლო, საბრალო ნაგლეჯს ჩემი სულის, ჩემი ჭრილობის... ჩემო ტკივილო, მე ნაწილი შენივე ნეკნის, ხორცგადაცლილი, გაპოხილი ვეგდე მზის გულზე და მოველოდი მესაფლავეს გულქვას და ბებერს, რომ მივეტანე მე კარამდე ამაოების... და წავალ მერე სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, მაგრამ არ ვიცი რა პასუხი გავცე მე უფალს მაშინ?! სად, ანდა რატომ მე დავკარგე ჩემი ნეკნის პატრონი ფლიდი, ჩემი მეორე ნახევარი, ნაფიცარი, საფიცარი, გამოფიტული?! და გაირბინეს გაქონილმა, ხავსიანმა წლებმა ლოდინის, ჩვენ სასრულისკენ მივისწრაფით კვლავ ორივენი, სხეული შეგვრჩა ნათხოვარი, დაფლეთილი, ვადაგასული ნეკნი კი გდია იმ მზის გულზე გამოხორკნილი! ხათუნა ფერაძე 2019წ.
0