მექსიკაში ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა

0
მექსიკაში, ოახაკის შტატში ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა. BBC-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება შტატის ხელისუფლებამ ჭარბწონიანობასა და დიაბეტთან ბრძოლის მიზნით მიიღო. კანონის დარღვევისთვის ჯარიმებია გათვალისწინებული, მეორე კანონდარღვევის შემთხვევაში გამყიდველს ამ სფეროში მუშაობა აეკრძალება, მესამეს შემთხვევაში კი, საპატიმრო სასჯელია გათვალისწინებული. მოვაჭრეები კანონს ეწინააღმდეგებიან, თუმცა კანონპროექტის ავტორი მაგალი ლოპეს დომინგესი აცხადეს, რომ აკრძალვა მხოლოდ ბავშვებს შეეხება, ზრდასრულებს კი არაჯანსაღი საკვების შეძენა კვლავაც შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, მექსიკის მოსხლეობის 73%-ზე მეტს ზედმეტი წონა აქვს, ოახაკის შტატი კი არასრულწლოვნების წილის მიხედვით კვლევაში პირველ ადგილზეა.
#fastfoods
#mexico
#law
#კულინარია
#ახალიამბები
0