115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა

0
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილებს უძრავი ქონება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და თბილისში დაუკანონდათ. „იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, - ნათვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიმდინარე წლის ბოლომდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.
#დევნილები
#ბინა
#ახალიამბები
0