იტალიაში ღვთისმსახურებას კარანტინის გამო მრევლის მაგივრად მათი სურათები „ესწრებიან“

0
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომები საეკლესიო წირვებსაც შეეხო. ვატიკანში განაცხადეს, რომ აღდგომის დღესასწაულამდე ყველა ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. ლომბარდიის რეგიონის კრედირო-რუბიანოს კომუნაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს. მღვდელ ჯუზეპე კორბარის ინიციატივით, მრევლმა ეკლესიაში თავისი ფოტოები გაგზავნა, რათა ასეთ დროსაც კი ტაძარი ცარიელი არ ყოფილიყო.
#covid19
#italy
0