ერთადერთი მუზეუმი ბორჯომში

0
მსოფლიოში დღითიდღე ვითარდება ტურიზმი. საერთაშორისო ტურიზმთან ერთად პოპულარობას იძენს შიდა ტურიზმიც. ვისაც ერთხელ მაინც გიმოგზაურიათ უცხო ქალაქში, აუცილებლად დადგებოდით დილემის წინაშე. დარწმუნებული ვარ დასვამდით ყველაზე აქტუალურ კითხვას: საიდან დავიწყო ქალაქის დათვალიერება? ჩემი ქალაქის, შესამეცნად, დროში სამოგზაუროდ და უბრალოდ პირველადი შთაბეჭდილების კასკადის შესაქმნელად, ბორჯომში მდებარე ერთადერთ მუზეუმში გიწვევთ. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობა, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო. იგი აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით. დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების. ექსპოზიციებში წარმოდგენილია ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები, სხვადასხვა დროს მოპოვებული ძვირფასი ექსპონატები, როგორიცაა: პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, მორთულობის საგნები და მრავალი სხვა... და მაინც, საიდან შეიძლება დავიწყოთ ბორჯომის უკეთ გაცნობა? გააზიარე შთაბეჭდილებები...
#goodplaces
#borjomi
#ტურიზმი
#მუზეუმი
Borjomi
0