stopcov
34 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

აჭარა ჯგუფი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას აძლიერებს და დამატებით საპრევენციო ზომებს ღებულობს. დღეიდან ჩვენი თბილისის სასტუმროებში (Rooms Hotels, Stamba Hotel, Holiday Inn Tbilisi, Fabrika Hostel) არსებული ყველა საზოგადოებრივი შიდა და გარე თავშეყრის ადგილი, მათ შორის რესტორანი Lolita-ც, მუშაობას დროებით წყვეტს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აჭარა ჯგუფის უმთავრესი ამოცანაა ჩვენი სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად, ვღებულობთ ყველა საჭირო ზომას და ვითვალისწინებთ როგორც ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ Wolt-ის აპლიკაციით და შეუკვეთონ კერძები Lolita-ს, Shio Ramen-ისა და Holiday Inn Tbilisi-ს რესტორნების მენიუებიდან.

#stopcovid19 #covid19 #georgia
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
3
Write a comment