მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე პირი სწავლების შეჩერების მიუხედავად, ხელფასს მიიღებს

0
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია უწყვეტად განაგრძობს იმ პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩარებულია. მისივე თქმით, საერთო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-დე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსება. კერძოდ: მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების, პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსია გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი. გაგრძელდება, სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება; სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა- მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც. , , ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
#თბილისისმერია
#კორონავირუსი
#ხელფასები
#პროგრამები
#დაფინანსება
#tbilisidaily
0