ბაზრობა "თერგის" მოვაჭრეების ნაწილი გაიფიცა
2289 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

ბაზრობა „თერგის" მოვაჭრეების ნაწილი გაიფიცა. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისინი ბაზრობის ორი კვირით დაკეტვასა და გადასახადის დროებით შეჩერებას მოითხოვენ.

ბაზრობა ,,თერგის" ფინანსური დირექტორის განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

„დირექტორი წასული იყო გუშინ საღამოს და შეხვდა ბიზნესომბუდსმენს. ელოდება პასუხს მათგან. დღეს ეტყვიან, რა უნდა მოხდეს და რა უნდა გაკეთდეს. მიიღებენ გადაწყვეტილებას და გამოვუცხადებთ ამ ხალხს. მეტი მე არაფერი ვიცი. დირექტორი დილით იყო მოსული, მოიტანა ინფორმაცია. ავიყვანეთ ხალხი და გაესაუბრა მათ, უთხრა რომ გვაცალეთ, მოვა ინფორმაცია და გამოგიცხადებთ თქვენცო. დღეს უნდა იყოს პასუხი“,- განაცხადა „თერგის“ ფინანსურმა მენეჯერმა.

#თერგი #გაფიცვა #კორონავირუსი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
12
Write a comment