26 იანვარი…

12
მთვარის ოცდამეოთხე დღე🌒🌚🌒🌚

25 იანვრის ჰოროსკოპი:

26 იანვარს შემოქმედებითი ადამიანები იბადებიან. ისინი კაშკაშა, მიზანსწრაფული, მშრომელი ადამიანები არიან. ჩანაფიქრს დიდი და დაჟინებული შრომით აღწევენ. არიან კარგი ორატორები, შეუძლიათ თავიანთ სიმართლეში ადამიანების დარწმუნება, საქმეს შუა გზაზე არ ტოვებენ და შესანიშნავ შედეგებს იღებენ. ოჯახური ცხოვრება თბილი და უღრუბლო აქვთ, მისდევენ ოჯახურ ფასეულობებს და უყვართ თავიანთი ახლობლები. აქვთ ფინანსური ალღო
26 იანვარს დაბადებულებს ახასიათებთ აგრესიულობაცა და თავდაჯერებულობაც. ამ ადამიანებს მიაკუთვნებენ უდიდესი სტრატეგების რიცხვს, რომლებიც მთელ ძალას დებენ შეტევაში და ყველაფერს უდიდესი გულმოდგინებით, დეტალურად გეგმავენ. არ ახასიათებთ ბრმად მოქმედება. ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრს არ გააჩნია მორალის, როგორც ეთიკური კატეგორიის ცნება და აქედან მომდინარეობს უამრავი პრობლემა. თუ ხელმძღვანელი პოზიცია უკავიათ და არ ითვალისწინებენ მნიშვნელოვანი პიროვნებების მოსაზრებებს, მათი სახით მოწინააღმდეგეებსა და არაკეთილმოსურნეებს იძენენ. ისინი ბოლომდე იცავენ საკუთარ სიმართლეს.
ამ დღეს დაბადებულები საკუთარ ქმედებებში მეტ სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ, რადგან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლიათ სხვა ადამიანებისთვის. ამისა და მოსალოდნელი არასტაბილური საქციელის გამო მათი საყვარელი ადამიანები ხშირად შფოთავენ. ამ დღეს დაბადებულებმა ახლობლებისკენ ნაბიჯი უნდა გადადგან და მათთან მთლიანად გაიხსნან, სხვაგვარად მათთან ურთიერთობა გაძნელდება. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ასეთი დაძაბული სიტუაციები და ვნებათაღელვები მოსწონთ, სხვანაირად არ შეუძლიათ, მოვლენების ცენტრში უნდა იყვნენ. სჯობს, ცხოვრებისადმი ასეთ დამოკიდებულებას გადახედონ და საგნებზე უფრო ფილოსოფიური შეხედულება ჩამოიყალიბონ.

26 იანვარს დაბადებულნი:

დავით დადიანი - დავით დადიანი დაიბადა 26 იანვარს 1813 წ. გარდაიცვალა 1853 წლის 30 აგვისტოს. სამეგრელოს მთავარი (1846-1853) გენერალ-მაიორი. მამამ - ლევან V დადიანმა თავის სიცოცხლეშივე (1840 წლიდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა.
მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით სამთავრო 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობების მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატი. თავად-აზნაურების ყმობისგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 წლიდან სამეგრელოში მიიწვია ფრანგი დე როზმორდუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო. მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა ნ. დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. დავითი სამთავროს მართავდა 13 წელი. ამ მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა თავისი კუთხისთვის. გააშენა შესანიშნავი ბოტანიკური ბაღი, მთელს ამიერკავკასიაში საუკეთესო. ააგო ულამაზესი სასახლეები: „სამთავრო სასახლე“ და „ჯვარედინი სასახლე“, რომელიც შესანიშნავად აქვს აღწერილი ფრანგ მეცნიერს მარი ბროსეს. სამწუხაროდ, სასახლეებიცა და ბაღიც 1853 წელს გაძარცვა, დაანგრია და აჩეხა ომერ ფაშამ შემოსევების დროს.
დავით დადიანი გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, 1853 წლის 30 აგვისტოს გორდის სასახლეში ფერისცვალების დღეს, ავადმყოფობით. დასაფლავებულია მარტვილის ტაძარში. მისმა მეუღლემ, ეკატერინე ჭავჭავაძემ დაუდგა მშვენიერი ძეგლი. საფლავს ადევს მარმარილოს ფიქალი. მარმარილოს სვეტზე აყვანილია მარმარილოსვე ბალდახინი. ბალდახინის შუა ადგილზე ჩამოშვებულია საუკუნო ლამპა. 
კლოდ ადრიან ჰელვეციუსი  ფრანგი ფილოსოფოსი.
ადამიანის აღზრდის ძირითად პირობად მიაჩნდა გარემოს გავლენა, ხოლო აღზრდას უსაზღვრო შესაძლებლობებს მიაწერდა ცნობილია მისი სიტყვები „აღზრდას ყველაფერი შეუძლია თვით გენიოსის შექმნაც კი“. რადგან ადამიანის გამოცდილება ძირითადად შეგრძნებას ემყარება, მისი მისი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია გრძნობათა ორგანოების განვითარება. ამვე დროს მას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის გავლენაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ახალი და მთავარი პირობაა ადამიანის აღზრდისათვის.

დღის საკითხავი:

“რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?“
“რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე თუ არა – ყაჩაღთა დიდი ბანდა?“
“სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს.“
ნეტარი ავგუსტინე
ბედნიერ დღე, ჯანმრთელობას გისურვებთ.💖💖🌟
12