ხაბიბი - ფერფიუსონი | ბარბოსამ ფავორიტი დაასახელა

ByM.m.m.Georgia
0
UFC-ის მებრძოლმა, ედსონ ბარბოსამ, ყოფილი ოპონენტების, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. "წარმოუდგენელი ჩხუბი იქნება. ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდები. ხაბიბისთვის ეს კარგი ბრძოლა უნდა გამოვიდეს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ფერგიუსონთან შეხვედრა ყველას უჭირს. მას საუცხოო სტილი აქვს - ყოველ ახალ მეტოქესთან ის შეცვლილი გამოდის. ჩემი აზრით, ტონის მცირე უპირატესობა გააჩნია, რადგან მას დარტყმის უკეთესი ტექნიკა აქვს. ამ საქმეში ის გაცილებით უფრო შემოქმედებითია. ყველამ ვიცით, რასაც ხაბიბი აპირებს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ხვდება, რომ პარტერში ნურმაგომედოვის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია", - თქვა ბარბოსამ. შეგახსენებთ, ნევადას შტატის სპორტულმა კომისიამ კორონავირუსის გამო ყველა სპორტული ღონისძიება დროებით შეაჩერა. UFC 249 ბრუკლინში უნდა ჩატარებულიუო - ამ საღამოს ცენტრალური დაპირისპირება სწორედ ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა იქნება. 31 წლის დაღესტნელს 28-დან 28 გამარჯვება აქვს. რაც შეეხება ფერგიუსონს, მან 25-ჯერ მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა.
#UFC
#sport
#სპორტი
#MMA
#სპორტი
#news
#opinion
#ნურმაგომედოვი
#ფერგიუსონი
ByM.m.m.Georgia
0