სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 45-ს მიაღწია

0
სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. გამოვლინდა ვირუსით დაინფიცირების 17 ახალი შემთხვევა, სულ კი, ამ დროის მონაცმეებით, 45 ადამიანია დაინფიცირებული. 16 მარტს, სომხეთის მთავრობამ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის მიერ შემოღებულ სპეციალურ ზომებში შედის მოსახლეობისათვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა. სომხეთში არ შეუშვებენ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებსაც, სადაც ეპიდემია მძვინვარებს. საგანგებო ზომები ძალაში 16 მარტიდან შევა და 16 აპრილამდე.
0