”ნაციონალური მოძრაობა" 17 მარტის პლენარულ სხდომას დაესწრება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139093 ”ნაციონალური მოძრაობა" 17 მარტის პლენარულ სხდომას დაესწრება. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს ერთი დღით წყვეტს და საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად არის საჭირო, მხარს დაუჭერს. "ხვალ "ნაციონალური მოძრაობა" ერთი დღით წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელიც აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვისათვის. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ საბაბს, კიდევ ერთხელ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები და ჩაშალონ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული შეთანხმება. ამასთან, ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, "- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გოცირიძემ.
0