საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139097 საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს. მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია. „ამ დროისთვის კლინიკაში 45 პაციენტია მოთავსებული. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, საიდანაც 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია უკვე ვლაპარაკობ მე-2, მე-3 დღეა და ეს იმის მიმანიშნებელია იქნება, რომ დაავადების პროგრესირებას არ მოველით რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ალბათ, უკვე ჩვენთან ყოფნის 12-13 დღე და უკვე შეიძლება ვილაპარკაოთ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ გაუმჯობესებაზე. დანარჩენ პაციენტებში ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია, შეფასების ნაწილში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება და ალბათ, სიტუაცია უნდა იყოს დინამიკაში დამაკმაყოფილებელი”, - განაცხადა ეზუგბაიამ. ცნობისთვის ეს არის საქართველოში რიგით 34 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.
0