საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, ერთ პაციენტს კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტით დაუდგინდა, მეორე პაციენტთან მიმართებაში კი დადებითი პასუხი პირველმა ტესტმა აჩვენა, განმეორებითი ტესტი კი მას ამჟამად უტარდება. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველი პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია, მეორე პაციენტთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის. „ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ” - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონირუსით დაინფიცირების 35 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, გამოჯანმრთელდა. იგი გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს.
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#ინფექციურისაავადმყოფო
#tbilisidaily
0