გიორგი გახარია - მთავრობის რეკომენდაციები უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია

0
რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეთა ნაწილის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ამ ნაწილში უფრო მკაცრი ზომების საჭიროებას ხედავს“.
#news
#politics
#გიორგიგახარია
#coronaviruslive
#coronavirus
0