ვირუსის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ, მზად უნდა ვიყოთ მთავრობაც და მოქალაქეებიც - გიორგი გახარია

0
მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება. , , აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების, იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მენეჯმენტი და მიდგომები პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს გადასვლა არის ძალზე მნიშვნელოვანი, ” - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, აღნიშნული გამოწვევისთვის პირველ რიგში მზად უნდა იყოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რათა კლინიკებ ეფექტურად მოემსახურონ გაზრდილი რაოდენობის პაციენტებს.
#კორონავირუსი
#გიორგიგახარია
#ჯანდაცვა
#tbilisidaily
0