ლოთერ ვილერი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში პლანეტის მოსახლეობის 60-70% კორონავირუსით დაავადდება.

0
გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა კორონავირუსის საფრთხის დონე გაზარდა. ამჟამად ინსტიტუტის მიერ კორონავირუსის საფრთხის დონე შეფასებულია როგორც „მაღალი“ „ზომიერის“ ნაცვლად. ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ლოთარ ვილერმა განაცხადა. „ჩვენ შევნიშნეთ, რომ კარგად აღჭურვილი კლინიკებიც კი ამჟამად პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, რომ შევწყვიტოთ ინფექციის ნებისმიერი შესაძლო ჯაჭვი“, – განაცხადა ვილერმა. მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინსტიტუტის მიერ აღრიცხულ რიცხვს. ამასთან, რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია შესაძლოა, ორ წელს გაგრძელდეს და ამავე დროს აღნიშნა, რომ ბევრი რამ ვაქცინის შემუშავების ვადებზეა დამოკიდებული. ლოთერ ვილერი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში პლანეტის მოსახლეობის 60-70% კორონავირუსით დაავადდება, გამოჯანმრთელდება და იმუნიტეტს გამოიმუშავებს, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზირება, რამდენად სწრაფად მოხდება ეს.
#politics
#news
#პანდემია
#კორონავირუსი
#მსოფლიო
#პოლიკა
0