34 votes
6 comments
3 shares
Save
326 views
Mariam Chabrava
Tbilisi · 3 months ago

კორონას წინააღმდეგ


Mariam Chabrava
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 12 hours ago
ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი - ვინ მოიგებს არჩევნებს ?
ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას პრეზიდენტის არჩევნებზე ჯო ბიდენი წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, იგი ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. კანდიდატი 77 წლისაა, იგი მესამედ აყენებს საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მისი მთავარი, პრესაარჩევნო საკითხები შეეხება უმუშევრობას, კორონას წინააღმდეგ ბრძოლასა და ანტირასისტულ მანიფესტაციებს. ახლა კი განვიხილოთ უშუალოდ თუ როგორ დასახელდა კანდიდატად. პრაიმერის მონაცემებით, მან 1990 წევრის ხმა მიიღო, იმის მიუხედავად, რომ აიოვასა და ნიუ შამპირის შტატებში წააგო, სამხრეთ კაროლინაში ხმათა უმრავლესობა მიიღო, რის გამოც, უპირობო ლიდერად დასახელდა. "მე ამაყი ვარ, რომ ჩემი კონკურენტები დემოკრატიული პარტიის ყველაზე ღირსეულ კანდიდატები იყვნენ, ასევე ამაყი ვარ იმით, რომ არჩევნების წინ ჩვენს წრეებში სუფევს ერთიანობის განცდა" - განაცხადა ბაიდენმა. ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სულმოუთმენლად ელის კანდიდატთან შერკინებას, იგი მას "მძინარე ჯოს" უწოდებს. კანდიდატად დასახელებამდე იგი მრავალ წინაღობას შეეჩეხა : იგი იძულებული იყო ბოდიში მოეხადა საკუთარი სიტყვების გამო, სადაც ამბობს, რომ აფროამერიკელებს არ აქვთ უფლება იწოდებოდნენ შავკანიანებად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფიქრობენ, რომ ტრამპს უნდა მისცენ ხმა. ჯო ბაიდენმა ასევე ბოდიში მოუხადა ქალებს, იმ ინტერპრეტაციის გამო, რაც კონკურენტებმა არასწორად "თარგმნეს", იგი საკუთარ თავს "ფრთხილ პოლიტიკოსს" უწოდებს და ბოდიშს იხდის იმ დისკომფორტის გამო, რაც მისი სიტყვების შემდგომ პაექრობას მოჰყვა. ასევე, ყოფილმა თანამშრომელმა, ტარა რიდმა მას ბრალი დასდო სექსუალურ თავდასხმაში, რომელიც, მისი თქმით, 1993 წელს განცხორციელდა, თუმცა კანდიდატი ამ ბრალდებას უარჰყოფს. მის პრეზიდენტის კანდიდატურაზე წარდგენას უდიდესი სკანდალი მოჰვბა, რომელიც დაკავშირებული იყო მისი შვილის საქმიანობასთან. იგი უკრაინის ნავთობის კომპანია Burisma - ს დირექტორთა "წრეში" შედიოდა, მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ობამას დროს ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები ღიად აცხადებენ, რომ ამან შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. ადრე, ჯო ბაიდენი ამაყობდა, რომ 2016 წლის მარტში, მაშინ როდესაც ვიცე პრეზიდენტი იყო, იგი დაემუქრა უკრაინას, რომ ბარაკ ობამა წაართმევდა დაპირებულ საკრედიტო გარანტს, რომლის ჯამური რაოდენობაც 1 მლრდ დოლარს შეადგენდა, თუ გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რომელსაც აკრიტიკებდა კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტიანი მეთოდების გამო, არ იქნება გათავისუფლებული თანამდებობიდან. ამჟამად, The Economist-ის ცნობით, ჯო ბაიდენი პრაიმერის შედეგებით ლიდერობს, მას მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ტრამპს. (იხ. ცხრილი) წყარო : Bbc.com Theeconomist.com #პოლიტიკა #ამერიკა #არჩევნები
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ამერიკული გამოცემა „The Washington Times“ ვიცე-პრემიერის , მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს
ამერიკული გამოცემა „The Washington Times“ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიის ავტორი ტიმ კონსტანტინი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამანადგურებელი პანდემია გრძელდება, მთელ მსოფლიოში უკვე დადასტურდა ვირუსის 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევა და თითქმის 200 000 გარდაცვალება, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატების ისეთი მაგალითები, როგორიც აჩვენა საქართველომ. „The Washington Times“-ის კითხვებს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას ხალხის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. ქვეყანაში არსებული სიტუაციის განსხვავებულობის მიზეზად ვიცე-პრემიერმა სახელმწიფოს მიერ ადრეულ ქმედებებთან ერთად, მოსახლეობის პასუხისმგებლობა დაასახელა. „ჩვენ თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდეთ და ვუპასუხეთ ამ გამოწვევას. პირველ ყოვლისა, ჩვენ ძალიან ადრევე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მეორე, ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებს. საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს ჩვენ გულისყურით ვეკიდებოდით საკითხს და გვქონდა ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა კორონას ლოკაციებთან დაკავშირებით. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვგრძნობთ დახმარებას და მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან. აშშ-ის საფრთხეების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგები დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უკეთ მომზადებულნი კორონავირუსისთვის. მათ მიერ მომზადებული ადამიანები არიან ჯანდაცვის პროფესიონალები - სათანადოდ მომზადებული და პატივსაცემი ადამიანები. ლუგარის ცენტრის პერსონალიც, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით, აშშ-ის მიერაა მომზადებული. სწორედ ისინი დგანან ჩვენი ერის წინა ხაზზე კორონავირუსთან ბრძოლაში“. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც ვცდილობთ ამ ორ პრიორიტეტს შორის ბალანსის დამყარებას“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. სტატიის ავტორი მიმოიხილავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადრეულ ეტაპზე დააანონსებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელიც მოიცავს: ასობით მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარებას ბიზნესებისთვის; რამდენიმე თვიან შეღავათებს ქონების და საშემოსავლო გადასახადებზე; ფულადი ნაკადის ხელშეწყობის მიზნით დღგ-ის დაბრუნებას ბიზნესებისთვის; საგანგებო ფონდის შექმნას საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად; თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან (აშშ-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით), რომლებმაც კრიზისის პერიოდში გამოყვეს საგანგებო დაფინანსება საქართველოსთვის. რაც შეეხება პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ვიცე-პრემიერი თქმით აქ „სიფრთხილე“ წარმოადგენს მთავარ სიტყვას. The Washington Time“-ის მოსაზრებას, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს უკვე როგორც კორონავირუსთან წარმატებით მებრძოლი და უსაფრთხო ქვეყანა, ვიცე-პრემიერი პასუხობს, რომ მიესალმება ამ შესაძლებლობას, თუმცა ჯერ მთავარი საზრუნავი ისევ ხალხის ჯანმრთელობის დაცვაა. „ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ სტუმრების ჩამოსვლას, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება“, - ამბობს მაია ცქიტიშვილი.#კორონავირუსი #პანდემია #ინტერვიუ #TheWashingtonTimes #მაიაცქიტიშვილი #tbilisidaily
Saba Melia
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თქვენი აზრით კარგად მოქმედებს საქართველო კორონას წინააღმდეგ?
Imovies Cc
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დარჩი სახლში
სანამ სუპერგმირები კორონას შეებრძოლებიან 💪#დარჩისახლში #სანახავიჯერკიდევბევრიგაქვს 👇 ჰოლივუდი ვირუსების წინააღმდეგ ✊
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ახალგაზრდა კაცი სამრეცხაოდან, რომელიც პოლიციელებს და ექიმებს უფასოდ ემსახურება
ახალგაზრდა კაცი სამრეცხაოდან, რომელიც პოლიციელებს და ექიმებს უფასოდ ემსახურება - Primetime
ახალგაზრდა კაცი სამრეცხაოდან, რომელიც პოლიციელებს და ექიმებს უფასოდ ემსახურება - Primetime
ახალგაზრდა კაცი სამრეცხაოდან, რომელიც პოლიციელებს და ექიმებს უფასოდ ემსახურება - Primetime
Mariam Chabrava
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ჩინეთი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
ჩინეთში COVID-19-ის წინააღმდეგ ახალი ვაქცინა-კანდიდატის მოხალისეებზე კლინიკური გამოცდის ნებართვა გაიცა. იმის დასადგენად რამდენად უსაფრთხოა იგი ადამინებისათვის, რეკომბინანტულ ცილოვან ვაქცინას გამოცდიან ჩიუნცინისა და პეკინის საავადმყოფოში. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჩინელი მეცნიერების მიერ შექმნილი და კლინიკურ კვლევაში ჩართული მესამე ტიპის ვაქცინაა. ერთი ადენოვირუსული ვაქცინა და ოთხი ინაქტივირებული ვაქცინა ჩინეთში უკვე გამოსცადეს ადამიანებზე. პირველი ორი ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით ცნობილია: ვაქცინა უსაფრთხოა და არ აღმოაჩნდა სერიოზული გვერდითი რეაქციები. ამასთან მოხალისეებს აღმოაჩნდათ ანტისხეულების მაღალი ტიტრი. მათში, ვისაც ვაქცინა გაუკეთდა 2-ჯერ, 28 დღის ინტერვალით, გამანეიტრალებელი ანტისხეულების სეროკონვერსიის დონე 100%-მდე აღწევდა. ცნობისათვის: ვაქცინის კლინიკური კვლევა სამ ეტაპად იყოფა. კლინიკური კვლევის პირველი ფაზა აფასებს ძირითადად უსაფრთხოებას, მეორე კი ვაქცინის უსაფრთხებასა და იმუნოგენურობას, ასევე თავად იმუნიზაციის პროცედურას. კლინიკური კვლევის მესამე ფაზა აფასებს ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ადამიანების დიდ პოპულაციაში.#ახალიამბები #news #opinion #health #stopcovid19 #coronavirus #behealthyTbilisi
Mariam Chabrava
Tbilisi, Georgia · 1 month ago
აქცია იტალიაში
იტალიაში რასიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ❗️ #news #opinion #racism #italy #evening Tbilisi Italy
+4
Mariam Chabrava
Senaki, Georgia · 3 months ago
დღის ფოტო
ერთად უხილავი მტრის წინააღმდეგ ❤️ Tbilisi #news #stopcovid19
Mariam Chabrava
Senaki, Georgia · 3 months ago
მისაბაძი ამბები
„ჯიპიაი ჰოლდინგი” Covid- 19 -ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება. როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს. „ჯიპიაიში” აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარება და დაფასებაა, რომლებიც ვირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.,, Tbilisi #news #events
მისაბაძი ამბები
„ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებას გაუორმაგებს
„ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებას გაუორმაგებს
„ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებას გაუორმაგებს
Mariam Chabrava
Senaki, Georgia · 3 months ago
COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი
გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი
გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი
გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი